ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: წარმატებული ლიდერი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის, კომპანიისა თუ დაწესებულებისათვის. რა ფაქტორები განსაზღვრავს ლიდერის წარმატებას? როგორ უნდა მიიღოს მან „სწორი“ გადაწყვეტილება? თანამშრომელთა მოტივირებულობა, სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობა, სწორი მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურობას განსაზღვრავს. ეს კი მენეჯერზე/ლიდერზეა დამოკიდებული. თუ ლიდერი წარმატებულია, იყენებს სწორ მიდგომებს, გუნდი ხდება უფრო მოტივირებული, რაც ზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას, საბოლოოდ კი - ორგანიზაციის წარმატებას.

ტრენინგის ძირითადი თემები:

  • ლიდერობის ცნება, ლიდერის როლი და მისი საქმიანობის სპეციფიკა;
  • ლიდერი და მენეჯერი;
  • ლიდერის ტიპები;
  • ჯგუფი, გუნდი, ლიდერი, გუნდის მართვის პრინციპები;
  • მართვის განსხვავებული მოდელები, თეორიები;
  • გადაწყვეტილების მიღების ფორმები;
  • სიტუაციური მიდგომა ლიდერობის მიმართ;
  • მოტივაციის თეორიები;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და ლიდერობა.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები გაიუმჯობესებენ ეფექტიანი ლიდერობისათვის საჭირო უნარებს; შეისწავლიან ჯგუფის ქცევაზე გავლენის მოხდენის რეკომენდებულ ფორმებს; შეძლებენ საკუთარი მიზნის სწორად ფორმულირებას, რაც წარმატების ერთ-ერთი პირობაა; მოახდენენ ცვლილებებთან სწრაფ ადაპტაციას და სიტუაციის შესაბამისად შეცვლიან საკუთარ სტრატეგიას.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა? წინაპირობები მონაწილეობისთვის: ტრენინგი საინტერესო იქნება მათთვის, ვინც დასაქმებულია კერძო, არასამთავრობო თუ საჯარო უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე, ან, უბრალოდ, დაინტერესებულია ადამიანების მართვასთან დაკავშირებული საკითხებით. სასურველია, მონაწილეს გავლილი ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის, პრეზენტაციული უნარებისა და კონფლიქტის მართვის ტრენინგი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 დღე (28 სთ). სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1, 2 ან 3- დღიანი ტრენინგის ჩატარება.