ISO 9001:2015

დღეისათვის სასწავლო ცენტრი მომხმარებლებს სამართლებრივი, სოციალური უნარების, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 100-ზე მეტ ტრენინგმოდულს სთავაზობს.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ საქმიანობაში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, საკანონმდებლო და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში ადამიანის უფლებების  დასაცავად, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისა და კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად.

ხარისხის მართვის სერტიფიკატი ვრცელდება სასწავლო ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე:

➡ ტრენინგი (სწავლება)

➡ ტესტირება/ტესტის შექმნა (შეფასება)

➡ კონსულტირება

იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ საჯარო, კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს, რომ გაზარდოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა და  მაქსიმალურად მიუახლოვდეს ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს.

პირველად ხარისხის ნიშანი იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 2014 წელს მიიღო. მომხმარებელთა მოთხოვნების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში 2014  წლიდან დაინერგა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2008, ხოლო 2017 წელს  ცენტრმა მიიღო განახლებული  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რომლის მოქმედებაც ვადაც განსაზღვრული იყო 2020 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით.

2020 წლის 03 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის  ISO 9001:2015  შესაბამისობის ახალი სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი (N205779/A/0001/UK/EN) აუდიტის შედეგების საფუძველზე, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულმა კომპანია - “United Registrar of Systems Ltd” - მა გასცა. სერტიფიკატი ძალაშია 2023 წლის 03 დეკემბრამდე. 2020 წლის საზედამხედველო აუდიტის დასკვნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტრანდარტები, შიდა პროცედურები და ხარისხის მართვის სისტემა შეფასდა დადებითად, ISO 9001:2015  სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.

ისო 9001 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ მენეჯმენტის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო ნორმებთან. ISO 9001 სისტემის დანერგვა ხელს უწყობს თანამშრომელთა მუშაობისა და მართვის პროცესების ეფექტიანობის გაზრდას, რაც აისახება მომხმარებელთა კმაყოფილებაზე

ISO 9001:2015
ISO 9001:2015