სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

 ცენტრის სტრატეგია

სტრატეგიული დაგეგმვა განგრძობადი, დინამიკური ციკლია, რომელიც დაწესებულებისაგან პერიოდულად მოითხოვს პროგრესის შეფასებას, ინფორმაციის ანალიზს, პრიორიტეტების რევიზიას, ახალი პრიორიტეტების განსაზღვრას და სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაზე თვალყურის დევნებას.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის  სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინსტიტუციური შეფასება და საშუალოვადიანი პრიორიტეტების გამოვლენა. ინსტიტუციური შეფასება მიზნად ისახავდა სასწავლო ცენტრის  წინაშე სხვადასხვა ხასიათის გამოწვევის, ასევე, იმ საკითხების, ფაქტორებისა და პრობლემების  შესწავლასა და გაანალიზებას, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ცენტრის ინსტიტუციური ფუნქციების შესრულებასა და განხორციელებული საქმიანობების ეფექტიანობაზე.

ინსტიტუციური შეფასება განხორციელდა სასწავლო ცენტრში არსებული წინა წლების გამოცდილებისა და ანგარიშების შესწავლით, ასევე, უმთავრესად, თანამშრომლებთან კომუნიკაციით; გამოიკვეთა ცენტრის დანიშნულება, საქმიანობის მიმართულებები და ორგანიზაციული სტრუქტურა, ასევე, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები 

სამუშაო შეხვედრის დროს გამოიკვეთა 6 სტრატეგიული მიზანი. თითოეულ ისტრატეგიული მიზნის ქვეშ განსაზღვრულია სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს სასწავლო ცენტრის სამოქმედო პრიორიტეტებს და იძლევა ზოგად მიმართულებებს  სამოქმედო გეგმებისათვის.

ერთწლიან სამოქმედო გეგმებში გაწერილია კონკრეტული საქმიანობები და ინიციატივები, რომელთა განხორციელებითაც სასწავლო ცენტრმა აუცილებელია, უზრუნველყოს სტრატეგიული მიზნებისა  და ამოცანების შესრულება არსებული მდგომარეობის შეფასებისა და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით.

სრული ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში:

სტრატეგიის განხორციელების  სამოქმედო გეგმა 

სტრატეგიული გეგმა 2020-2021 წწ