ტესტირება

სასწავლო ცენტრის ზოგადი უნარების ტესტის ნიმუშები

ლოგიკა

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


მოცემული დებულებების საფუძველზე სწორი დასკვნის გამოტანის უნარი; არსებული მონაცემების (დებულებების, წანამძღვრების) საფუძველზე გამოთქმული ვარაუდებისა და დაშვებების კრიტიკულად შეფასების უნარი.


#ნიმუში
მოცემულია:
• ყველა არქიტექტორი უმაღლესი განათლების მქონეა;
• ყველა არქიტექტორი ფლობს კომპიუტერულ პროგრამას - „maya”;


ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა აუცილებლად მცდარი, თუ ზემოთ მოცემული დებულებები ჭეშმარიტია?
ა. ზოგიერთმა ბაკალავრმა იცის პროგრამა „maya”.
ბ. ზოგიერთმა უმაღლესი განათლების მქონე პირმა იცის პროგრამა „maya”.
გ. არ არსებობს პროგრამა „maya”-ს მცოდნე, რომელიც უმაღლესი განათლების მქონეა.
დ. ზოგიერთი არქიტექტორი სოციალური მეცნიერებების მაგისტრია და იცის პროგრამა „maya”.


ნიმუშის განმარტება:
„ა“, „ბ“ და „დ“ პასუხის ვარიანტები არასწორია ვინაიდან, მათში მოცემული დებულებები სავსებით დასაშვებია იყოს ჭეშმარიტი პირობის გათვალისწინებით.
„გ“ პასუხში მოცემული დებულება აუცილებლად მცდარია, რადგან პროგრამა „maya”-ს მცოდნეთა შორის არიან არქიტექტორებიც, რომელთაგან ყველას აქვს უმაღლესი განათლება და შესაბამისად, შეუძლებელია ამ პროგრამის მცოდნე არცერთ პირს არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება. ამდენად, სწორი პასუხია „გ“.

ანალოგიები

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


სიტყვების (ცნებების, ტერმინების) მნიშვნელობათა ცოდნა; მათი გააზრების, არსებითი და არაარსებითი თვისებების გამოკვეთის უნარი; სიტყვებს შორის მიმართებების გამოვლენისა და წვდომის უნარი.


#ნიმუში
ფუნჯი - ხატვა
ა. მხატვარი – პორტრეტი
ბ. ყინული – დნობა
გ. დანა _ დაჭრა
დ. ჩაქუჩი – ლურსმანი


ნიმუშის განმარტება:
როგორც ვხედავთ, სიტყვათა გამუქებულ წყვილს შორის პირველი აღნიშნავს გარკვეულ საგანს, ხოლო მეორე - მის დანიშნულებას, თუ რა მიზნით გამოიყენება ეს საგანი. მაშასადამე, სიტყვათა გამუქებულ წყვილს შორის არსებობს შემდეგი სახის მიმართება: საგანი – დანიშნულება. ქვემოთ ჩამოთვლილ სიტყვათა წყვილებიდან ანალოგიური მიმართება არსებობს ”გ” პასუხში: დანა არის საგანი, რომელიც დასაჭრელად გამოიყენება, ხოლო დანარჩენი სავარაუდო პასუხები მცდარია, რადგან:
1. “ა” - მხატვარი არის ხელოვანი, რომელმაც შეიძლება დახატოს პორტრეტი და ამ შემთხვევაში მიმართება საგანი – გამოყენება არ ვლინდება.
2. “ბ” – ყინული არის სითხე მყარ მდგომარეობაში, რომელიც თავად დნება მაღალ ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაშიც მიმართება საგანი – გამოყენება არ ვლინდება.
3. “დ” – ჩაქუჩი არის ლურსმნის დასაჭედებელი ხელსაწყო, თუმცა მისი გამოყენება (დაჭედება) სიტყვათა წყვილში არ არის მოცემული.


წინადადებების შევსება

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი; გამოტოვებული ინფორმაციის შევსებისა და აზრობრივად გამართული წინადადების შედგენის უნარი.


# ნიმუში
ევროპაში . . . . ერთნაირი . . . . არ არის, არც. . . . ერთნაირი: ზოგან უფრო ცხელა, ზოგან . . .
ა. ზამთარ-ზაფხული/ყველგან/ამინდი/ცივა.
ბ. ყველგან/ამინდი/სიცივე/ნაკლებად.
გ. ყველგან/ამინდი/ზამთარ-ზაფხულია/ცივა.
დ. ამინდი/ყველგან/ზამთარ-ზაფხულია/ცივა.

 

ნიმუშის განმარტება:
მოცემულ დავალებაში ”გ” პასუხია სწორი, რადგან პასუხის ამ ვარიანტში მოცემული სიტყვების ჩასმით მიიღება აზრობრივად გამართული წინადადება. პასუხების დანარჩენ ვარიანტებში მოცემული სიტყვების ჩასმა გვაძლევს აზრობრივად გაუმართავ წინადადებას.


მონაცემთა ანალიზი

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


სხვადასხვა სახითა და ფორმით (ცხრილი, დიაგრამა, გრაფიკი) წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის უნარი.


#ნიმუში
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია შაქრის მწარმოებელი ორი კომპანიის მიერ 2013-2015 წლებში წარმოებული შაქრის საერთო რაოდენობის შესახებ.


კომპანიების მიერ წარმოებული შაქრის საერთო რაოდენობა
წელი კომპანია A კომპანია B
2013 350 ტონა 480 ტონა
2014 390 ტონა 500 ტონა
2015 270 ტონა 440 ტონა

1. რომელმა კომპანიამ აწარმოა მეტი რაოდენობის შაქარი 3 წლის განმავლობაში?
ა. კომპანია A-მ.
ბ. კომპანია B-მ.
გ თანაბარი რაოდენობით აწარმოა ორივე კომპანიამ.
დ. ამის დადგენა შეუძლებელია.


ნიმუშის განმარტება:
თითოეული კომპანიის მიერ 3 წლის განმავლობაში წარმოებული შაქრის რაოდენობის დაჯამებით მარტივად ვასკვნით, რომ სწორი პასუხია „ბ“.

 

2. ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნაა სწორი?
ა. კომპანია A-ს მიერ 2014 და 2015 წელს წარმოებული შაქრის რაოდენობებს შორის სხვაობა 2-ჯერ აღემატება კომპანია B-ს მიერ იგივე წლებში წარმოებულ რაოდენობებს შორის სხვაობას.
ბ. კომპანია A-მ 2-ჯერ უფრო ნაკლები რაოდენობის შაქარი აწარმოა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით.
გ. ორივე კომპანიამ თანაბარი რაოდენობით შეამცირა შაქრის წარმოება 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით.
დ. კომპანია A-ს მიერ 2014 და 2015 წელს წარმოებული შაქრის რაოდენობებს შორის სხვაობა 3-ჯერ აღემატება კომპანია B-ს მიერ იგივე წლებში წარმოებულ რაოდენობებს შორის სხვაობას.


ნიმუშის განმარტება:
ვინაიდან პასუხის ვარიანტებში 2014-2015 წლის მონაცემებია შედარებული, სწორი პასუხის პოვნისთვის უნდა გამოვთვალოთ რა სხვაობაა ამ წლებში თითოეული კომპანიის მიერ წარმოებულ შაქრის რაოდენობებს შორის. როგორც ცხრილიდან ჩანს, კომპანია A-მ 120 ტონით ნაკლები შაქარი აწარმოა წინა წელთან შედარებით, ხოლო კომპანია B-მ 60 ტონით ნაკლები. შესაბამისად, სწორი პასუხია „ა“.

არითმეტიკული ამოცანები

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


რიცხვებისა და სხვა მათემატიკური ცნებებით ოპერირების უნარი; მარტივი არითმეტიკული გამოთვლების ჩატარების, გამოსახულებების გარდაქმნისა და ამოცანების გადაჭრის უნარი.


#ნიმუში
სავაჭრო ცენტრში საქონლის ფასი ჯერ 10%-ით შემცირდა, ხოლო შემდეგ 10%-ით გაიზარდა. განიცადა თუ არა ცვლილება საქონლის საბოლოო ფასმა თავდაპირველ ფასთან შედარებით?
ა. ფასი არ შეცვლილა.
ბ. ფასმა მოიმატა 1%-ით.
გ. ფასმა დაიკლო 1%-ით.
დ. ფასმა მოიმატა 0,01%-ით.


ნიმუშის განმარტება:
თუ, პირობითად, ავიღებთ, რომ საქონლის ფასი 10 ლარია, მაშინ მისი 10%-ით შემცირების შედეგად ფასი 9 ლარი იქნება, ხოლო კვლავ 10%-იანი ზრდის შედეგად საქონლის საბოლოო ფასი 9.9 ლარი გახდა. იმისათვის, რომ შევადაროთ რა ცვლილებაა თავდაპირველ და საბოლოო ფასს შორის, უნდა გამოვთვალოთ მათ შორის სხვაობა, რომელიც 0.1 ლარს უდრის და ვიპოვოთ რამდენი პროცენტით განსხვავდება ეს ფასი თავდაპირველისგან. შესაბამისად, სწორი პასუხია „გ“.

ქართული ენის მართლწერის ტესტის ნიმუში

ქართული ენის მართლწერის ტესტი

სტრუქტურა და ნიმუშები

 

# სტრუქტურა:

 

 

1.    გრამატიკა  (მორფოლოგია: 10; სინტაქსი: 10) - 20 ქულა
2.    ლექსიკა - 20 ქულა
3.    პუნქტუაცია - 10 ქულა
4.    სტილი - 10 ქულა
5.    ტექსტის რედაქტირება - 20 ქულა
 

მაქსიმალური ქულა - 80; ტესტირების ხანგრძლივობა - 2,5 საათი.

 

#ნიმუშები

მორფოლოგია

სუბტესტით მოწმდება:

სიტყვის სწორი დაწერილობის, თავსართ-ბოლოსართებისა და ძირის მიმართების, სიტყვის ფორმის და ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებული წესებისა და პრინციპების ცოდნა. 

ნიმუში: რომელ ვარიანტშია მოცემული სიტყვების სწორი დაწერილობა? 

ა. ჩემს მიერ, ჩვენს შესახებ, ჩვენს ნაცვლად.

ბ. ჩვენსკენ, ჩვენს მარცხნივ,  ჩვენს უკან.

გ. თქვენს გარშემო, თქვენს შორის, თქვენს ახლოს.

დ. თქვენ მიმართ, თქვენ გამო, თქვენ გვერდით. 

 

ნიმუშის განმარტება:

დავალების სწორი პასუხია „დ“, რადგან პირის ნაცვალსახელებს თანდებულიან ნათესაობით ბრუნვაში „ს“ არ დაერთვის, რაც გათვალისწინებულია „დ“ ვარიანტის  ყველა ფორმაში.

„ა“, „ბ“ და „გ“ ვარიანტები კი არასწორია, ვინაიდან მოცემულ ვარიანტებში არ არის გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული წესი.

 

სინტაქსი

სუბტესტით მოწმდება:

წინადადების აგების, ფორმათა შეხამებისა და სიტყვათა დაკავშირების წესებისა და პრინციპების ცოდნა.

 

ნიმუში:  რომელ ვარიანტშია სინტაქსური შეცდომა?

ა. ყველა გაოცებული იყო, რადგან ამას არავინ ელოდა.

ბ. ყველა მოვიდა, რადგან ასეთ დროს მოუსვლელობა არ შეიძლებოდა.

გ. ყველა მოვიდა, რათა საკუთარი აზრი გამოეთქვა.

დ. ყველა დაბნეული იყო, რათა მომხდარი კარგად ვერც კი გაეანალიზებინა.

 

ნიმუშის განმარტება:

დავალების სწორი პასუხია „დ“, რადგან მასში დაშვებულია სინტაქსური შეცდომა:  მიზეზის გამომხატველი „რადგან“ კავშირის ნაცვლად, რომელსაც წინადადების შინაარსი მოითხოვს, გამოყენებულია მიზნის გამომხატველი კავშირი - „რათა“.

პაუხის „ა“, „ბ“ და „გ“ ვარიანტები კი სწორია, ვინაიდან მათში კავშირები, წინადადების შინაარსის მიხედვით, სწორად არის გამოყენებული.

 

ლექსიკა

სუბტესტით მოწმდება:

სიტყვების, მათი მნიშვნელობების, მიმართებებისა და დაკავშირების წესებისა და პრინციპების ცოდნა.

 

ნიმუში:  გამოტოვებულადგილას ჩასასმელად აირჩიეთკონტექსტისთვისშესაფერისისიტყვა. 

ადვოკატი უკმაყოფილო იყო იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკლდა        ---------------- დასაბუთება.

ა. სამართლებრივი

ბ. კანონიკური

გ. საკანონმდებლო

დ. ლეგალიზებული

 

 

ნიმუშის განმარტება:

დავალების სწორი პასუხია „ა“, რადგან მისი ჩასმით მიიღება შინაარსობრივად გამართული წინადადება, ხოლო „ბ“ „გ“ და „დ“  ვარიანტებში მოცემული ტერმინები კონტექსტისთვის შეუსაბამოა.

 

 

პუნქტუაცია

სუბტესტით მოწმდება:

წინადადებაში სასვენ ნიშანთა გამოყენების წესებისა და პრინციპების ცოდნა.

 

ნიმუში: რომელ ვარიანტშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?

ა. ცხადია ეს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და შესაბამისად, მის პასუხს უნდა დაველოდოთ.

ბ. ცხადია, ეს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და შესაბამისად, მის პასუხს უნდა დაველოდოთ.

გ. ცხადია ეს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და შესაბამისად მის პასუხს უნდა დაველოდოთ.

დ. ცხადია, ეს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია და შესაბამისად მის პასუხს უნდა დაველოდოთ.

 

ნიმუშის განმარტება:

დავალების სწორი პასუხია „ბ“, რადგან „ცხადია“ და „შესაბამისად“ წარმოადგენენ ჩართულ სიტყვებს, მათ წინადადებაში უჭირავთ განკერძოებული ადგილი და გამოიყოფიან მძიმით.

„ა“, „გ“ და „დ“ პასუხები კი არასწორია, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული წესი არ არის გათვალისწინებული და სასვენი ნიშნები არასწორადაა დასმული.

 

სტილი

სუბტესტით მოწმდება:

სწორი ან არასწორი სიტყვათშეხამებების გააზრებისა და სტილურად გამართული წინადადებების შექმნის უნარი.

 

ნიმუში: რომელ  ვარიანტშია მოცემული სტილისტურად გამართული წინადადება?

ა. ავიაკომპანიამ ბოდიში გადაუხადა მგზავრებს ფრენების გაუქმებისთვის და მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ბ. კალათბურთელების ნაკრებმა ფინალურ თამაშში გამარჯვება დაისაკუთრა.

გ. სოფლის მოსახლეობა უკვე ერთი კვირაა ხორბლის მოსავალს იღებს.

დ. წიგნების მაღაზიაში სამეცნიერო ლიტერატურა მომავალი კვირიდან იქნება გაყიდვაში.

 

ნიმუშის განმარტება:

დავალების სწორი პასუხია „გ“, რადგან სტილისტურად გამართულია, ხოლო პასუხის „ა“, „ბ“ და „დ“ ვარიანტები არასწორია, ვინაიდან:

„ა“ ვარიანტში სიტყვათშეხამება „ბოდიში გადაუხადა“ არასწორი ზმნური ფორმით არის გამოყენებული, სწორი ფორმაა „ბოდიში მოუხადა“.

„ბ“ ვარიანტში სიტყვათშეხამება „გამარჯვება დაისაკუთრა“ არასწორი ზმნური ფორმით არის გამოყენებული, სწორი ფორმაა „გაიმარჯვა“.

„დ“ ვარიანტში სიტყვათშეხამება „იქნება გაყიდვაში“ არასწორი ზმნური ფორმით არის გამოყენებული, სწორი ფორმაა „გაიყიდება“.

 

 

ტექსტის რედაქტირება

სუბტესტით მოწმდება:

ტექსტში დაშვებული ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქსური, სტილისტური და პუნქტუაციური შეცდომების აღმოჩენისა და სწორი ფორმით ჩანაცვლების უნარი.

  ნიმუში: აკაკის  რამოდენიმე  ცნობილი სურათი  არსებობს.

 

ნიმუშის განმარტება:

მოცემულ წინადადებაში სიტყვას „რამოდენიმე“ არასწორი დაწერილობა აქვს, სწორი ფორმაა „რამდენიმე“. შესაბამისად, კონკურსანტმა უნდა გადახაზოს აღნიშნული სიტყვა და ჩაწეროს სწორი ფორმა.

 

 

 

 

 

თბილისის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტის ნიმუშები

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ტესტური დავალებების ნიმუშები:

საქართველოს კონსტიტუცია

ნიმუში N1

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია:

ა. 1921 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით.
ბ. 1991 წლის 9 აპრილის მდგომარეობით.
გ. 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.

დ. 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით.
სწორი პასუხი: გ, მუხლი 2.1

ნიმუში N2
საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამ შემთხვევაში ვინ უნდა შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა?

ა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულმა მთავრობის წევრმა.
ბ. საქართველოს პარლამენტის უხუცესმა წევრმა.
გ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
დ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სწორი პასუხი: დ, მუხლი 76.1


ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

ნიმუში N1
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს:
ა. უფლება არა აქვთ შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
ბ. უფლება აქვთ კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
გ. მთავრობის თანხმობით, უფლება აქვთ კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
დ. რეგიონის ხელისუფლების თანხმობით, უფლება აქვთ კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.


სწორი პასუხი: ბ, მუხლი 10.1


ნიმუში N2
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის თანახმად, ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საქმიანობაზე შეიძლება განახორციელოს:
ა. მხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, იმ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
ბ. მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით არჩეულმა პირმა.
გ. მაღალი დონის ხელისუფლების ორგანოებმა, იმ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც მათ დელეგირებული აქვთ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის.
დ. პარლამენტის მიერ დანიშნულმა პირმა, იმ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას.

სწორი პასუხი: გ, მუხლი 8.2

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“


ნიმუში N1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება:
ა. მხოლოდ კანონის საფუძველზე.
ბ. კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
გ. მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე.
დ. მხოლოდ მთავრობის დადგენილების საფუძველზე. სწორი პასუხი: ბ, მუხლი 17.2

ნიმუში N2
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს გადაეცა უსასყიდლოდ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, დასაშვებია თუ არა აღნიშნული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა?
ა. დიახ, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება სახელმწიფოს შეიძლება გადაეცეს უსასყიდლოდ.
ბ. არა, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საბაზრო ღირებულებით.
გ. დიახ, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს შეიძლება გადაეცეს უსასყიდლოდ.
დ. არა, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია.
სწორი პასუხი: გ, მუხლი 108.1

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ნიმუში N1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, რას ნიშნავს საკრებულოს განკარგულების საჯაროდ გამოცხადება?

ა. განკარგულების წაკითხვას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს ღია სხდომაზე.
ბ. განკარგულების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას.
გ. განკარგულების ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებას.
დ. განკარგულების ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსებას.

სწორი პასუხი: დ, მუხლი 57


ნიმუში N2

გამგებელმა ვალერი შავგულიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის კანონიერებაც ეჭვქვეშ დააყენა გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა მანანა გოგიშვილმა, იმ საფუძვლით, რომ გამგებლის ბრძანება არ შეიცავდა სავალდებულო რეკვიზიტს - ბრძანების ადრესატს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა გოგიშვილის შენიშვნა?

ა. კანონიერია, ვინაიდან გამგებლის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტებია: ბრძანების სათაური, გამგებლის ხელმოწერა და ბრძანების ადრესატი.
ბ. უკანონოა, ვინაიდან გამგებლის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს მხოლოდ ბრძანების სათაური და გამგებლის ხელმოწერა.
გ. კანონიერია, ვინაიდან გამგებლის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტებია: ბრძანების სათაური, მისი გამოცემის თარიღი და ბრძანების ადრესატი.
დ. უკანონოა, ვინაიდან გამგებლის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს ბრძანების ადრესატი.


სწორი პასუხი: დ, მუხლი 52.1.გ-ე

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

ნიმუში N1
მოქალაქე ბარბაქაძეს, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ არა აქვს ჩამორთმეული შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ნასამართლობის მოხსნამდე დარჩენილი აქვს სამი თვე. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა მოქალაქე ბარბაქაძე არ მიიღო საჯარო სამსახურში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერია თუ არა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ქმედება?

ა. კანონიერია, ვინაიდან საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი
ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.
ბ. უკანონოა, ვინაიდან დასაშვებია საჯარო სამსახურში მიღებულ იქნას პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და ნასამართლობის მოხსნამდე დარჩენილი აქვს არაუმეტეს 3 თვე.
გ. კანონიერია, ვინაიდან საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.
დ. უკანონოა, ვინაიდან დასაშვებია საჯარო სამსახურში მიღებულ იქნას პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის, ნასამართლეობა მოხსნილი არა აქვს, მაგრამ სასამართლოს მიერ ჩამორთმეული არა აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება.


სწორი პასუხი: გ, მუხლი 17.ა

ნიმუში N2
საკრებულოს ერთ-ერთი სამსახურის მთავარ სპეციალისტ ბუნტურს, რომელსაც აღნიშნული პოზიცია ეკავა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, მიენიჭა საკლასო ჩინი ატესტაციის გავლის შედეგების გათვალისწინებით.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერია თუ არა ბუნტურისთვის ჩინის მინიჭება ატესტაციის შედეგების მიხედვით?
ა. უკანონოა, ვინაიდან მოხელისთვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალების შესრულების შემთხვევაში.
ბ. კანონიერია, ვინაიდან მოხელისთვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება ატესტაციის შედეგების მიხედვით.
გ. უკანონოა, ვინაიდან მოხელისთვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება კონკურსის შედეგების მიხედვით.
დ. კანონიერია, ვინაიდან მოხელისთვის საკლასო ჩინის მინიჭება ხდება სამუშაო სტაჟის ან ატესტაციის შედეგების მიხედვით.

სწორი პასუხი: ბ, მუხლი 71.1


ზოგადი უნარები

ლოგიკა

ნიმუში N1

მოცემულია, რომ:

ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი. არწივი ფრინველია.
ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა გამომდინარეობს მოცემული პირობიდან?

ა. მხოლოდ არწივებს აქვთ ნისკარტი.

ბ. ზოგიერთ ფრინველს არა აქვს ნისკარტი. გ. არცერთ არწივს არა აქვს ნისკარტი.
დ. არწივს აქვს ნისკარტი.


სწორი პასუხი: დ ნიმუშის განმარტება:
პირობის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი, პირობის მეორე ნაწილის მიხედვით, არწივი ფრინველია. ამ ორი პირობიდან კი ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ”დ” პასუხია სწორი, რადგან: თუ ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი და არწივი ფრინველია, მაშინ მას აუცილებლად ექნება ნისკარტი.


ნიმუში N2
მოცემულია, რომ:
თუ რომელიმე ბიზნესმენი საზღვაო კურორტზე გახსნის ყვავილების მაღაზიას, იგი სამ თვეში დაფარავს საკუთარ ხარჯს.
რამდენიმე ბიზნესმენმა გახსნა რამდენიმე ყვავილების მაღაზია, მათ შორის რამდენიმე მათგანმა, საზღვაო კურორტზეც.
ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა გამომდინარეობს აუცილებლად მოცემული პირობიდან?
ა. ვერცერთი ბიზნესმენი ვერ დაფარავს დანახარჯს სამ თვეში.
ბ. ზოგიერთი ბიზნესმენი დანახარჯს დაფარავს ერთ თვეში.
გ. ყველა ბიზნესმენი დანახარჯს დაფარავს სამ თვეში.
დ. ზოგიერთი ბიზნესმენი დანახარჯს დაფარავს სამ თვეში.

ნიმუშის განმარტება:
პირობის პირველი ნაწილის მიხედვით, ბიზნესმენი იმ შემთხვევაში დაფარავს ხარჯს სამ თვეში, თუ ყვავილების მაღაზიას გახსნის საზღვაო კურორტზე. პირობის მეორე ნაწილის მიხედვით, რამდენიმე ბიზნესმენმა გახსნა ყვავილების მაღაზია, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთმა მათგანმა - საზღვაო კურორტზე, ამდენად, მხოლოდ ეს უკანასკნელნი დაფარავენ ხარჯს სამ თვეში. შესაბამისად, ”დ” პასუხია სწორი, რადგან: არა ყველა, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ბიზნესმენი დაფარავს ხარჯს სამ თვეში.

ნიმუში N3
მოცემულია, რომ:
• ყველა გაზეთი კვირაში ორჯერ გამოიცემა.
• ზოგიერთი გაზეთი ბიბლიოთეკაში ინახება.
ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა გამომდინარეობს აუცილებლად მოცემული პირობიდან?
ა. ყველა გაზეთი, რომელიც კვირაში ორჯერ გამოიცემა, ბიბლიოთეკაში ინახება.
ბ. არცერთი გაზეთი, რომელიც კვირაში ორჯერ გამოიცემა, არ ინახება ბიბლიოთეკაში.
გ. ყველა გაზეთი, რომელიც ბიბლიოთეკაში ინახება, კვირაში ორჯერ გამოიცემა.
დ. თუ გაზეთი კვირაში ორჯერ გამოიცემა, მაშინ ის ბიბლიოთეკაში ინახება.

ნიმუშის განმარტება:
პირობის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა გაზეთი კვირაში ორჯერ გამოიცემა, პირობის მეორე ნაწილის მიხედვით, ზოგიერთი გაზეთი ბიბლიოთეკაში ინახება. ამ ორი პირობიდან კი ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ”გ” პასუხია სწორი, რადგან: თუ ცნობილია, რომ ყველა გაზეთი კვირაში ორჯერ გამოიცემა, მაშინ ბიბლიოთეკაში არსებულ გაზეთებზეც აუცილებლად გავრცელდება ეს პირობა.

მათემატიკა

ნიმუში N1
ერთ საწყობში 200 ტონა ნახშირია, მეორეში კი - 60 ტონა. ყოველდღიურად თითოეულ საწყობში შეაქვთ 20 ტონა ნახშირი. რამდენი დღის შემდეგ იქნება პირველ საწყობში 2-ჯერ მეტი ნახშირი ვიდრე მეორეში?
ა. 3
ბ. 6
გ. 5
დ. 4
ნიმუშის განმარტება:
ვინაიდან თითოეულ საწყობში ყოველ დღე შეაქვთ 20-20 ტონა ნახშირი, 4 დღის შემდეგ, პირველ საწყობში იქნება 280 ტონა ნახშირი, ხოლო მეორეში ორჯერ ნაკლები - 140 ტონა. შესაბამისად, მოცემულ დავალებაში ”დ” პასუხია სწორი. პასუხის დანარჩენი ვარიანტების მიხედვით არცერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდება პირველ საწყობში ნახშირის ზუსტად 2-ჯერ მეტი რაოდენობა მეორე საწყობში არსებულ ნახშირთან შედარებით.

ნიმუში N2
ოთარს აქვს 10 წყვილი წინდა. თუ ის დაკარგავს 7 ცალ წინდას, მაქსიმუმ რამდენი წყვილი ერთნაირი წინდა შეიძლება დარჩეს მას?

ა. 6
ბ. 4
გ. 3
დ. 7

ნიმუშის განმარტება:
მოცემულ დავალებაში ”ა” პასუხია სწორი, რადგან ოთარს შესაძლოა დარჩეს 3, 4 ან 6 წყვილი ერთნაირი წინდა, მაგრამ დავალების პირობიდან გამომდინარე, თქვენ უნდა დაადგინოთ წინდის ერთნაირი წყვილების მაქსიმალური რაოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება 6-ზე მეტი.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო ტესტის ნიმუშები

 

გაეცანით 2016 წლის ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ზოგადი უნარების ნაწილის სტრუქტურას და ნიმუშებს!

 

ლოგიკა

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


მოცემული დებულებების საფუძველზე სწორი დასკვნის გამოტანის უნარი; არსებული მონაცემების (დებულებების, წანამძღვრების) საფუძველზე გამოთქმული ვარაუდებისა და დაშვებების კრიტიკულად შეფასების უნარი.


#ნიმუში
მოცემულია:
• ყველა არქიტექტორი უმაღლესი განათლების მქონეა;
• ყველა არქიტექტორი ფლობს კომპიუტერულ პროგრამას - „maya”;


ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა აუცილებლად მცდარი, თუ ზემოთ მოცემული დებულებები ჭეშმარიტია?
ა. ზოგიერთმა ბაკალავრმა იცის პროგრამა „maya”.
ბ. ზოგიერთმა უმაღლესი განათლების მქონე პირმა იცის პროგრამა „maya”. 
გ. არ არსებობს პროგრამა „maya”-ს მცოდნე, რომელიც უმაღლესი განათლების მქონეა.
დ. ზოგიერთი არქიტექტორი სოციალური მეცნიერებების მაგისტრია და იცის პროგრამა „maya”.


ნიმუშის განმარტება: 
„ა“, „ბ“ და „დ“ პასუხის ვარიანტები არასწორია ვინაიდან, მათში მოცემული დებულებები სავსებით დასაშვებია იყოს ჭეშმარიტი პირობის გათვალისწინებით.
„გ“ პასუხში მოცემული დებულება აუცილებლად მცდარია, რადგან პროგრამა „maya”-ს მცოდნეთა შორის არიან არქიტექტორებიც, რომელთაგან ყველას აქვს უმაღლესი განათლება და შესაბამისად, შეუძლებელია ამ პროგრამის მცოდნე არცერთ პირს არ ჰქონდეს უმაღლესი განათლება. ამდენად, სწორი პასუხია „გ“.

ანალოგიები

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


სიტყვების (ცნებების, ტერმინების) მნიშვნელობათა ცოდნა; მათი გააზრების, არსებითი და არაარსებითი თვისებების გამოკვეთის უნარი; სიტყვებს შორის მიმართებების გამოვლენისა და წვდომის უნარი.


#ნიმუში
ფუნჯი - ხატვა
ა. მხატვარი – პორტრეტი 
ბ. ყინული – დნობა
გ. დანა _ დაჭრა
დ. ჩაქუჩი – ლურსმანი


ნიმუშის განმარტება: 
როგორც ვხედავთ, სიტყვათა გამუქებულ წყვილს შორის პირველი აღნიშნავს გარკვეულ საგანს, ხოლო მეორე - მის დანიშნულებას, თუ რა მიზნით გამოიყენება ეს საგანი. მაშასადამე, სიტყვათა გამუქებულ წყვილს შორის არსებობს შემდეგი სახის მიმართება: საგანი – დანიშნულება. ქვემოთ ჩამოთვლილ სიტყვათა წყვილებიდან ანალოგიური მიმართება არსებობს ”გ” პასუხში: დანა არის საგანი, რომელიც დასაჭრელად გამოიყენება, ხოლო დანარჩენი სავარაუდო პასუხები მცდარია, რადგან:
1. “ა” - მხატვარი არის ხელოვანი, რომელმაც შეიძლება დახატოს პორტრეტი და ამ შემთხვევაში მიმართება საგანი – გამოყენება არ ვლინდება.
2. “ბ” – ყინული არის სითხე მყარ მდგომარეობაში, რომელიც თავად დნება მაღალ ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაშიც მიმართება საგანი – გამოყენება არ ვლინდება.
3. “დ” – ჩაქუჩი არის ლურსმნის დასაჭედებელი ხელსაწყო, თუმცა მისი გამოყენება (დაჭედება) სიტყვათა წყვილში არ არის მოცემული.


წინადადებების შევსება

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


ტექსტის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირების უნარი; გამოტოვებული ინფორმაციის შევსებისა და აზრობრივად გამართული წინადადების შედგენის უნარი.


# ნიმუში
ევროპაში . . . . ერთნაირი . . . . არ არის, არც. . . . ერთნაირი: ზოგან უფრო ცხელა, ზოგან . . .
ა. ზამთარ-ზაფხული/ყველგან/ამინდი/ცივა.
ბ. ყველგან/ამინდი/სიცივე/ნაკლებად.
გ. ყველგან/ამინდი/ზამთარ-ზაფხულია/ცივა.
დ. ამინდი/ყველგან/ზამთარ-ზაფხულია/ცივა.

 

ნიმუშის განმარტება:
მოცემულ დავალებაში ”გ” პასუხია სწორი, რადგან პასუხის ამ ვარიანტში მოცემული სიტყვების ჩასმით მიიღება აზრობრივად გამართული წინადადება. პასუხების დანარჩენ ვარიანტებში მოცემული სიტყვების ჩასმა გვაძლევს აზრობრივად გაუმართავ წინადადებას.


მონაცემთა ანალიზი

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


სხვადასხვა სახითა და ფორმით (ცხრილი, დიაგრამა, გრაფიკი) წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის უნარი.


#ნიმუში
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ინფორმაცია შაქრის მწარმოებელი ორი კომპანიის მიერ 2013-2015 წლებში წარმოებული შაქრის საერთო რაოდენობის შესახებ.


კომპანიების მიერ წარმოებული შაქრის საერთო რაოდენობა
წელი კომპანია A კომპანია B
2013 350 ტონა 480 ტონა
2014 390 ტონა 500 ტონა
2015 270 ტონა 440 ტონა

1. რომელმა კომპანიამ აწარმოა მეტი რაოდენობის შაქარი 3 წლის განმავლობაში?
ა. კომპანია A-მ.
ბ. კომპანია B-მ.
გ თანაბარი რაოდენობით აწარმოა ორივე კომპანიამ.
დ. ამის დადგენა შეუძლებელია.


ნიმუშის განმარტება: 
თითოეული კომპანიის მიერ 3 წლის განმავლობაში წარმოებული შაქრის რაოდენობის დაჯამებით მარტივად ვასკვნით, რომ სწორი პასუხია „ბ“.

 

2. ცხრილში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნაა სწორი?
ა. კომპანია A-ს მიერ 2014 და 2015 წელს წარმოებული შაქრის რაოდენობებს შორის სხვაობა 2-ჯერ აღემატება კომპანია B-ს მიერ იგივე წლებში წარმოებულ რაოდენობებს შორის სხვაობას.
ბ. კომპანია A-მ 2-ჯერ უფრო ნაკლები რაოდენობის შაქარი აწარმოა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით.
გ. ორივე კომპანიამ თანაბარი რაოდენობით შეამცირა შაქრის წარმოება 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით. 
დ. კომპანია A-ს მიერ 2014 და 2015 წელს წარმოებული შაქრის რაოდენობებს შორის სხვაობა 3-ჯერ აღემატება კომპანია B-ს მიერ იგივე წლებში წარმოებულ რაოდენობებს შორის სხვაობას.


ნიმუშის განმარტება: 
ვინაიდან პასუხის ვარიანტებში 2014-2015 წლის მონაცემებია შედარებული, სწორი პასუხის პოვნისთვის უნდა გამოვთვალოთ რა სხვაობაა ამ წლებში თითოეული კომპანიის მიერ წარმოებულ შაქრის რაოდენობებს შორის. როგორც ცხრილიდან ჩანს, კომპანია A-მ 120 ტონით ნაკლები შაქარი აწარმოა წინა წელთან შედარებით, ხოლო კომპანია B-მ 60 ტონით ნაკლები. შესაბამისად, სწორი პასუხია „ა“.

არითმეტიკული ამოცანები

ამ ტიპის დავალებებით მოწმდება:


რიცხვებისა და სხვა მათემატიკური ცნებებით ოპერირების უნარი; მარტივი არითმეტიკული გამოთვლების ჩატარების, გამოსახულებების გარდაქმნისა და ამოცანების გადაჭრის უნარი.


#ნიმუში
სავაჭრო ცენტრში საქონლის ფასი ჯერ 10%-ით შემცირდა, ხოლო შემდეგ 10%-ით გაიზარდა. განიცადა თუ არა ცვლილება საქონლის საბოლოო ფასმა თავდაპირველ ფასთან შედარებით? 
ა. ფასი არ შეცვლილა.
ბ. ფასმა მოიმატა 1%-ით.
გ. ფასმა დაიკლო 1%-ით.
დ. ფასმა მოიმატა 0,01%-ით.


ნიმუშის განმარტება: 
თუ, პირობითად, ავიღებთ, რომ საქონლის ფასი 10 ლარია, მაშინ მისი 10%-ით შემცირების შედეგად ფასი 9 ლარი იქნება, ხოლო კვლავ 10%-იანი ზრდის შედეგად საქონლის საბოლოო ფასი 9.9 ლარი გახდა. იმისათვის, რომ შევადაროთ რა ცვლილებაა თავდაპირველ და საბოლოო ფასს შორის, უნდა გამოვთვალოთ მათ შორის სხვაობა, რომელიც 0.1 ლარს უდრის და ვიპოვოთ რამდენი პროცენტით განსხვავდება ეს ფასი თავდაპირველისგან. შესაბამისად, სწორი პასუხია „გ“.

 

 

პროფესიული გამოცდა

 

საქართველოს კონსტიტუცია

ნიმუში

 საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რომელი უფლების შეზღუდვა არ შეიძლება ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს?      

ა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ბ. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

გ. შრომის თავისუფლება.

დ. შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება.

 

სწორი პასუხი:  ბ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ნიმუში

მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით მიიღო სამკვიდრო ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება:

ა. სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

ბ. იმ დღიდან, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ.

გ. მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.    

დ. იმ დღიდან, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სწორი პასუხი: გ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

ნიმუში

 სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, ვისაც აქვს მოთხოვნის უფლება. არასათანადო მოსარჩელემ სასამართლოს თანხმობა განუცხადა შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით.  მიუხედავად არასათანადო მოსარჩელის თანხმობისა, სათანადო მოსარჩელემ უარი განაცხადა შეეცვალა არასათანადო მოსარჩელე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასეთ შემთხვევაში სასამართლო:

ა.  შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.

ბ. შეაჩერებს საქმის წარმოებას.

გ. გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე, მისი დაუსაბუთებულობის გამო

დ. განუხილველად დატოვებს სარჩელს

 

სწორი პასუხი: ა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

ნიმუში

ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთარი ინიციატივით გაასწორა ქვემდგომი  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული აშკარა ტექნიკური შეცდომები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კანონიერია თუ არა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება?

ა. უკანონოა,  ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეიტანოს მხოლოდ არსებითი შესწორება.

ბ. კანონიერია, ვინაიდან ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გაასწოროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.

გ. უკანონოა,  ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო არის უფლებამოსილი მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

დ. კანონიერია, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გაასწოროს სხვა  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დაშვებული ტექნიკური შეცდომები.

 

სწორი პასუხი: გ

 

საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“

ნიმუში

სააქციო საზოგადოების ორმა აქციონერმა მ. ლობჟანიძემ და გ. რობაქიძემ, რომლებიც ერთობლიობაში ფლობდნენ ხმების 80%-ს, საერთო კრების მოწვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და დანარჩენ პარტნიორებს გაუგზავნეს შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, ჰქონდათ თუ არა მ. ლობჟანიძეს და გ. რობაქიძეს საერთო კრების მოწვევის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება?

ა. დიახ, რადგან მ. ლობჟანიძე და გ. რობაქიძე ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერები არიან.

ბ. არა, რადგან სააქციო საზოგადოებაში ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საერთო კრების მოწვევის გარეშე დაუშვებელია.

გ. დიახ, რადგან მ. ლობჟანიძე და გ. რობაქიძე ერთობლივად ხმების 80 %-ის მფლობელი აქციონერები, რაც მათ ანიჭებს უფლებას მიიღონ გადაწყვეტილება საერთო კრების მოწვევის გარეშე.

დ. არა, რადგან საერთო  კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, მ. ლობჟანიძე და გ. რობაქიძე კი ერთობლივად ფლობენ ხმების 80%-ს.

 

სწორი პასუხი: დ

 

საქართველოს კანონი"ნოტარიატის შესახებ"

ნიმუში

"ნოტარიატის შესახებ"საქართველოს კანონის თანახმად, მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება:          

ა. სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ბ. სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

გ. სანოტარო პალატის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

დ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.    

 

სწორი პასუხი: დ

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდის ტესტის ნიმუში



სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ტესტური დავალებების
ნიმუშები:

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია:

ა. 1921 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით. ბ. 1991 წლის 9 აპრილის მდგომარეობით.
გ. 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.

დ. 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით.

სწორი პასუხი: გ, მუხლი 2.1


ევროპული  ქარტია  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  შესახებ“


ადგილობრივი    თვითმმართველობის     შესახებ    ევროპული    ქარტიის    თანახმად, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს:
ა. უფლება არ აქვთ შექმნან  გაერთიანება  ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
ბ. უფლება  აქვთ  კანონის  ფარგლებში  შექმნან  გაერთიანება  ხელისუფლების  სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
გ. მთავრობის თანხმობით, უფლება აქვთ კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.
დ. რეგიონის   ხელისუფლების   თანხმობით,   უფლება   აქვთ   კანონის   ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან.


სწორი პასუხი: ბ, მუხლი 10.1
 


საქართველოს  ორგანული  კანონი  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“


„ადგილობრივი        თვითმმართველობის    კოდექსის“    თანახმად,    სახელმწიფო ხელისუფლების     ორგანოს     მიერ    მუნიციპალიტეტისათვის     უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება:
ა. მხოლოდ კანონის საფუძველზე.
ბ. კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე.
გ. მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე.
დ. მხოლოდ მთავრობის დადგენილების საფუძველზე. სწორი პასუხი: ბ, მუხლი 17.2



საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

საქართველოს     ზოგადი    ადმინისტრაციული     კოდექსის     თანახმად,     რას    ნიშნავს საკრებულოს განკარგულების საჯაროდ გამოცხადება?

ა. განკარგულების წაკითხვას საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს ღია სხდომაზე.
ბ. განკარგულების ,,საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებას.
გ. განკარგულების ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებას.
დ. განკარგულების    ადმინისტრაციულ    ორგანოში    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას.



სწორი პასუხი: დ, მუხლი 57



საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“

მოქალაქე ბარბაქაძეს, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ არ  აქვს ჩამორთმეული შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ნასამართლობის მოხსნამდე დარჩენილი აქვს  სამი  თვე.  საჯარო  დაწესებულების  ხელმძღვანელმა  მოქალაქე  ბარბაქაძე  არ მიიღო საჯარო სამსახურში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონიერია თუ არა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ქმედება?
 


ა.    კანონიერია,    ვინაიდან    საჯარო    სამსახურში    არ    მიიღება    პირი,    თუ    იგი ნასამართლევია განზრახი ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

ბ. უკანონოა, ვინაიდან დასაშვებია საჯარო სამსახურში მიიღებულ იქნას პირი, თუ იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და ნასამართლობის მოხსნამდე დარჩენილი აქვს არაუმეტეს 3 თვე.

გ.    კანონიერია,    ვინაიდან    საჯარო    სამსახურში    არ    მიიღება    პირი,    თუ    იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

დ. უკანონოა, ვინაიდან დასაშვებია საჯარო სამსახურში მიიღებულ იქნას პირი, თუ იგი    ნასამართლევია    განზრახი    ან    გაუფრთხილებლობით    ჩადენილი დანაშაულისათვის, ნასამართლეობა მოხსნილი არ აქვს, მაგრამ სასამართლოს მიერ ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება.


სწორი პასუხი: გ, მუხლი 17.ა
 


ზოგადი უნარები

ლოგიკა

ინსტრუქცია:

ქვემოთ წარმოდგენილი დავალებების პირობაში მოცემული დებულებები არის ჭეშმარიტი. თქვენ უნდა აირჩიოთ პასუხის ის ვარიანტი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს მოცემული პირობიდან.

მოცემულია, რომ:

ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი. არწივი ფრინველია.
ჩამოთვლილთაგან რომელი დასკვნა გამომდინარეობს მოცემული პირობიდან?

ა. მხოლოდ არწივებს აქვთ ნისკარტი.

ბ. ზოგიერთ ფრინველს არა აქვს ნისკარტი. გ. არცერთ არწივს არა აქვს ნისკარტი.
დ. არწივს აქვს ნისკარტი.

სწორი პასუხი: დ ნიმუშის განმარტება:
პირობის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი, პირობის მეორე ნაწილის მიხედვით, არწივი ფრინველია. ამ ორი პირობიდან კი ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ”დ” პასუხია სწორი, რადგან: თუ ყველა ფრინველს აქვს ნისკარტი და არწივი ფრინველია, მაშინ მას აუცილებლად ექნება ნისკარტი.
 


მიმართებები

ინსტრუქცია:

ქვემოთ  მოცემულ  სიტყვათა  შორის  არსებობს  გარკვეული  კავშირი.  განსაზღვრეთ ოთხ სავარაუდო პასუხთა შორის, რომელი წარმოქმნის პირობაში მოცემულ მესამე სიტყვასთან  იმ მიმართებას, რომელიც ვლინდება პირველ ორ სიტყვას შორის.

სიტყვა  „ბარი“  ისეთ  მიმართებაშია  სიტყვასთან  „ბარვა“,  როგორც    სიტყვა  „დანა“ სიტყვასთან:

ა.  მჭრელი ბ.  ჭრა
გ.  ლესვა

დ.  დაჭრილი
სწორი პასუხი: ბ ნიმუშის განმარტება:
რადგან ბარის, როგორც იარაღის ფუნქცია, არის ბარვა, ამიტომ სწორ პასუხად უნდა ავირჩიოთ დანის, როგორც იარაღის ფუნქცია. დანის ფუნქცია არის ჭრა. ამიტომ, სწორი პასუხია „ბ“.