ტრენინგი

ტრენინგის აღწერა: პროგრამა მოიცავს ბიუჯეტის შემუშავებასთან, პროგრამულ ბიუჯეტირებასთან, საბიუჯეტო კლასიფიკაციასა და მატერიალურ აქტივებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სემინარების ჩატარებას.

 ტრენინგის ძირითადი თემები/საკითხები:

  • საბიუჯეტო პროცესები და ბიუჯეტირება
  • ბიუჯეტის შემოსულობები: შემოსავლები არაფინანსური აქტივები, ფინანსური აქტივები, ვალდებულებები
  • ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კლასიფიკაციის მიხედვით.
  • ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცება, შესრულება, ანგარიშგება, საკრებულოსა და გამგეობის კომპეტენციები.
  • პროგრამული ბიუჯეტის სტრუქტურა - პროგრამა, ქვეპროგრამა, ღონისძიება;
  • პრიორიტეტების დოკუმენტი.
  • ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და ანგარიშგება.
  • ტრანსფერები (გათანაბრებითი, მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერები), სესხი, გრანტი, სხვა გადასახადები;
  • შეფასების ინდიკატორები;
  • საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმების სტრუქტურა;
  • პროგრამული ბიუჯეტირება და სამოქმედო გეგმები - შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები;
  • პროგრამული ბიუჯეტირება და სამოქმედო გეგმები - შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები.

 

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილეებმა ბიუჯეტის შემუშავებასთან, პროგრამულ ბიუჯეტირებასთან, საბიუჯეტო კლასიფიკაციასა და მატერიალურ აქტივებთან დაკავშირებულ საკითხებზე აიმაღლონ ცოდნა და ეფექტიანად წარმართონ ბიუჯეტირების პროცესთან დაკავშირებული სამუშაოები.

 სამიზნე ჯგუფი: ორგანიზაციის ფინანსური სახსრების მართვის პროცესში ჩართული პირები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3  დღე (15 სთ.) სამიზნე ჯგუფის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხანგრძლივობის დამკვეთზე მორგება.