სიახლეები

საჯარო ლექცია "ადევნება: საკანონმდებლო რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა"

საჯარო ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 20 მარტს, 19:00 საათზე, დაესწროთ საჯარო ლექციას "ადევნება: საკანონმდებლო რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა".

საჯარო ლექციას უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ექსპერტები მარინე კვაჭაძე (სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი) და ელენე ღვინჯილია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მთავარი კონსულტანტი).

ლექციის ხანგრძლივობაა 1,5 სთ.

საჯარო ლექცია ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მარტი, 18:00 საათი.

პასუხები საჯარო ლექციაზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე 19 მარტს 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://forms.gle/KdN2cLuV2QuJzh6v5