სიახლეები

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2024 წლის ეროვნული შეჯიბრი იწყება!

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში,  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ეტაპები:

I ეტაპი: სააპლიკაციო ფორმის შევსება;

II ეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის (თბილისის გარეთ არსებული უნივერსიტეტის გუნდებისთვის დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში);

III ეტაპი: პრეზენტაციები საუკეთესო 6 გუნდის  გამოსავლენად (თბილისის გარეთ არსებული უნივერსიტეტის გუნდებისთვის დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში);

IV ეტაპი: შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, გამარჯვებული გუნდის გამოვლენა (საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ბაზა).

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან (თბილისი-ყვარელი), განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებსა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის მქონე ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

 

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-      პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და თემატური სახელმძღვანელოები.

 

-      პროექტის გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპიუტერული ტექნიკა (ლეპტოპების სახით).

გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-      ფინალში გამარჯვებული გუნდი

-      მეორე ადგილზე გასული გუნდი

-      საუკეთესო მომხსენებელი

პროექტის ვადები:

N

თარიღი

აქტივო   ბა

  1.  

2024 წლის 11 მარტი -  1-ლი აპრილი (23:59 სთ)

სააპლიკაციო ფორმის შევსება

  1. 2     

2024 წლის 20 მარტი 12:00 სთ

პროექტის პრეზენტაცია საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (თბილისი; ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1)

  1. 3.     

2024 წლის პირველი აპრილი - 8 აპრილი

გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის

  1. 4.     

2024 წლის 15 აპრილი - 26 აპრილი

ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის

  1. 5.     

2024 წლის 29 აპრილი - 12 მაისი

შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება პრეზენტაციისთვის

  1. 6.     

2024 წლის 13-14-15 მაისი

პრეზენტაციები - გუნდების შერჩევა ფინალური ეტაპისთვის

  1. 7.     

2024 წლის 17 მაისი

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდების გამოცხადება

  1. 8.     

2024 წლის 17 მაისი - 5 ივნისი

შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება

  1. 9.     

2024 წლის 5-6-7 ივნისი

ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2024 წლის 1 აპრილისა (23:59 სთ)