სიახლეები

სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 2023 წელს განსხვავებული აქტივობები განახორციელა

იუსტიციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ამ ამოცანით 2023 წელს სასწავლო ცენტრმა არაერთი აქტივობა განახორციელა.

ტრენინგები საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

2023 წლის განმავლობაში იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაგეგმა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს. ტრენინგები შეეხებოდა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და მასზე რეაგირების მექანიზმებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, შშმ პირთა უფლებებს, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებს, საჯარო სამსახურში დასაქმებას და სხვ.

ამგვარი შეხვედრა 2023 წლის განმავლობაში ჩატარდა 53 სკოლაში და მასში მონაწილეობა მიიღო 1318-მა მოსწავლემ.

ტრენინგები საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეთავაზა ტრენინგები თემებზე თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები.

ადამიანის უფლებების შესახებ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 54-მა მასწავლებელმა.

ტრენინგები იურიდიული კლინიკის ფარგლებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის მოქმედი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა წლის განმავლობაში 4 ნაკადად ჩაატარეს ტრენინგები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ამგვარ ტრენინგებში 2023 წელს მონაწილეობა მიიღო 542-მა პირმა.

ონლაინ ტრენინგები

2023 წლის აგვისტოს თვეში ევროინტეგრაციის საკითხებსა და კიბერ უსაფრთხოების თემატიკაზე დაინტერესებული პირებისთვის პლატფორმა ზუმის საშულებით უფასო სამართლებრივი ტრენინგები დაორგანიზდა, რომელში მონაწილეობაც 84-მა პირმა მიიღო.

2023 წლის ნოემბრის თვეში ტრეფიკინგის აკრძალვის თემატიკაზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 89 სტუდენტმა.

ევროკავშირის სამართლის პოპულარიზაცია

ეროვნული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრი მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის სამართლის და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ამ მიზნით საჯარო ლექციები და ტრენინგები ჩაატარა გერმანელმა პროფესორმა ალექსანდრ გრასერმა თემაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გამოწვევები და უპირატესობები, ასევე პროფ. ჰანეს როსლერის მიერ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვა ევროკავშირში (საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით).

ცნობიერების ამაღლების სესიების დასრულებისას მონაწილეებს შორის ვრცელდება სატრენინგო თემის შესახებ მცირე საინფორმაციო დოკუმენტები, მაგალითად, როგორებიცაა, „შრომით ურთიერთობებში თანასწორობა“, „გონივრული მისადაგება შრომით ურთიერთობებში“.

იხილეთ დოკუმენერები:

გონივრული მისადაგების პრინციპი შრომით ურთიერთობებში

თანასორობა შრომით ურთერთბებში