სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 11-12 დეკემბერს გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:

 

11 დეკემბერი:

  • სიძულვილის ენასთან ბრძოლა
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

12 დეკემბერი:

  • თანასწორობა შრომით ურთიერთობაში
  • ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები

 

ტრენინგის სესიებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კლინიკის ტრენერები.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 18:00 სთ.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 9 დეკემბერს.

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

 

 

სიძულვილის ენასთან ბრძოლა (11 დეკემბერი)

https://forms.gle/MD8xXWDjdBxzeRRC6

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები (11 დეკემბერი)

https://forms.gle/uekvsZrfkeTHnX5P9

 

თანასწორობა შრომით ურთიერთობაში (12 დეკემბერი)

https://forms.gle/okErJz7GuvijUGkj9

 

ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები (12 დეკემბერი)

https://forms.gle/uhTvqgGnpPCvYevw6