სიახლეები

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო!

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 6-8 დეკემბერს გაიაროთ უფასო სამართლებრივი ტრენინგები შემდეგ თემებზე:

6 დეკემბერი:

  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე  რეაგირების მექანიზმები
  • ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

7 დეკემბერი:

  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები  
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ციფრულ ეპოქაში

8 დეკემბერი:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა           
  • ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები  

 

ტრენინგის სესიებს უძღვებიან საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კლინიკის ტრენერები.

 

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.

 

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ტრენინგები ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში (ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1).

 

ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.

 

‼️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 4 დეკემბერი, 15:00 სთ.

 

პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 4 დეკემბერს.

 

6 დეკემბერი 

10:00-13:30 - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე  რეაგირების მექანიზმები  დარეგისტრირდით

14:00-17:30 - ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები  დარეგისტრირდით

 

7 დეკემბერი 

10:00-13:30- ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები  დარეგისტრირდით

 

14:00-17:30  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ციფრულ ეპოქაში დარეგისტრირდით

 

8 დეკემბერი 

10:00-13:30  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა  დარეგისტრირდით

14:00-17:30  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები დარეგისტრირდით