სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2023

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ახორციელებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

პროექტის ვადები:

N

აქტივობა

თარიღი

1

     გუნდების რეგისტრაცია

2023 წლის 20 მარტი-9აპრილი (23:59)

2

გუნდების გამოვლენა ლექციებისთვის

2023 წლის 10-14 აპრილი

3

ლექციები შერჩეული მონაწილეებისთვის

2023 წლის 17-23 აპრილი

4

ტესტირება

2023 წლის 25 აპრილი

5

გასაუბრება

2023 წლის 28 აპრილი

6

   შეჯიბრში მონაწილე გუნდების მომზადება

2023 წლის 29 აპრილი -18 მაისი

7

ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ყვარლის სასწავლო ცენტრში

2023 წლის 2-4 ივნისი

 

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის / იურიდიული ფაკულტეტის ასევე  სამხედრო მიმართულების სტუდენტებს.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული წინა წლების ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

 ეტაპები:

I ეტაპი: სააპლიკაციო ფორმის შევსება

IIეტაპი: ლექციები შერჩეული გუნდებისთვის

III ეტაპი: ტესტირება გასაუბრების ეტაპზე გასული გუნდების გამოსავლენად

IV ეტაპი: გასაუბრება

V ეტაპი: ფინაური ეტაპი - სიმულაციების ფორმით

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებული გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან, განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.

შეჯიბრის ენა: შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლები უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

-         პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

-         შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ  ლიტერატურა, ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიებში  და სხვა

გამოვლინდება შემდეგი სახის გამარჯვებულები:

-         ფინალში გამარჯვებული გუნდი

-         საუკეთესო მომხსენებელი

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 2023 წლის 9 აპრილი (23:59 სთ)

დამატებითიინფორმაციისთვისდაგვიკავშირდით:

თამარ ბიძიშვილი, (+995 599) 005 070; tbidzishvili@tcj.gov.ge

ვასილ მჭედლიშვილი, (+995 551) 599 613; vmchedlishvili@justice.gov.ge