იუსტიციის სასწავლო ცენტრში იუსტიციის სახლის ახალმა თანამშრომლებმა ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების ტრენინგი გაიარეს.
ტრენინგის მიზანი იყო მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, მომსახურების სტანდარტებისა და ძირითადი პრინციპების გაცნობა და ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების განვითარება.