პერსონალური მონაცემების არსი და მათი დაცვის მნიშვნელობა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამართულ ტრენინგზე განიხილეს.
კურსი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: მონაცემთა დაცვის საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტები; მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები; პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინტერესთა შეპირისპირება - პრაქტიკული მაგალითების განხილვა; საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების ჭრილში; ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი სიახლეები.
ორ დღიანი ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა.