სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი "ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამოძიების მეთოდები და თანამედროვე მიდგომები" ჩატარდა

ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამოძიების მეთოდებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგზე ისაუბრეს.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე სწრაფი და ხარისხიანი გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ეფექტიანი მექანიზმების გაცნობა და შეთავაზება, მსხვერპლის დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მოძალადის დროული იდენტიფიცირების მიზნით განსახორციელებელი მოქმედებების მიმოხილვა.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ამ კატეგორიის საქმეებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საქმეებზე სამართალწარმოების პროცესში გამოძიებისა და მართლმსაჯულების წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად დანერგილი უახლესი მიდგომების შესახებ.