ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 15 რეგისტრირებულ პირს შორის.
ტრენინგებს უძღვებიან “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის“ ტრენერები.
ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3.5 სთ.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პასუხები ტრენინგებზე მოხვედრის თაობაზე დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ მეილზე.
ტრენინგზე დაიშვება მხოლოდ ორჯერადად აცრილი პირი, რომლის აცრიდან გასულია 14 დღე და მათი მონაცემები ფიქსირდება COVIDPAS.MOH.GOV.GE -ზე, ასევე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს, ბოლო 72 საათში აღებული PCR, ან 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
ხოლო თუ, მონაწილეს ბოლო 6 თვის მანძილზე გადატანილი აქვს კორონა ვირუსი, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკრედიტებული დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:
16 თებერვალი
17 თებერვალი