სიახლეები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა. ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში ჩატარდა: საკონსტიტუციო სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; სისხლის სამართალი; სისხლის სამართლის პროცესი; სასჯელაღსრულებითი სამართალი; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
გამოცდა წარმატებით 10-მა კანდიდატმა ჩააბარა - მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი(75 ქულა) გადალახეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყო.
თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.