სიახლეები

ტრენინგი "ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება"

ორგანიზაციულ კონტექსტში სამუშაოს ეფექტიანად შესრულება ხშირად მნიშნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ადმიანებთან ეფექტიან კომუნიკაციაზე- სწორედ ამ თემას მიეძღვნა იუსტიიციის სასწვალო ცენტრის ტრენინგი „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ საკუთარი კომუნიკაციის ინდივიდუალური სტილის განსაზღვრას, ძლიერი/გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიკაციას, ასევე მათი განვითარებას და გაუმჯობესებას; კომუნიკაციის პროცესის ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორის განსაზღვრასა და ეფექტიანად მართვას; კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური სტრატეგიების გამოყენებას; რთული კომუნიკაციის პროცესის მართვასა და ემოციების რეგულაციას;

აღნიშნული ტრენინგი საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს თანამშრომლების 3 სხვადასხვა ჯგუფისთვის ჩატარდა. კურსის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.