სიახლეები

ტრენინგი „არასრულწლოვან ბენეფიციარებთან მუშაობისას კრიზისული ინტერვენციების ტრიაჟირების განსაზღვრა"

არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის აუცილებელია მწვავე შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და გადამისამართება. ამ სისტემის გაუმჯობესებულად მუშაობის ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეები სწორედ კრიზისის თეორიასა და პრაქტიკული კრიზისული ინტერვენციის მოდელს გაეცნენ.

არასრულწლოვანთა რეფერების ცენტრის თანამშრომლები ტრენინგის გავლის შედეგად შეძლებენ კრიზისული მდგომარეობის შეფასებას და ეფექტურ ინტერვენციას; საჭიროების დადგენასა და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რეფერირებას შესაბამის სამსახურში.

ტრენინგზე სახელწოდებით „არასრულწლოვან ბენეფიციარებთან მუშაობისას კრიზისული ინტერვენციების ტრიაჟირების განსაზღვრა“ განიხილეს ისეთი თემები როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა; ფსიქიკური აშლილობების მოდელები და ინტერვენციის თანამედროვე მიდგომები; კრიზისული ინტერვენციის გუნდის მიზანი და ფუნქციები.

ტრენინგის მონაწილეები, წლის განმავლობაში პერიოდულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, გაივლიან სუპერვიზიას შესაბამის ექსპერტთან, რათა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლებმა გააუმჯობესონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.