იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა. პროფესიული ტესტირება 87 აპლიკანტმა გაიარა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (75 ქულა და მეტი) 51-მა გადალახა. პროფესიულ ტესტი სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი იყო, მანამდე სტაჟირების მსურველებმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი ჩააბარეს.
წარმატებული კონკურსანტები სტაჟირებას ნოტარიუსთა პალატაში გაივლიან. სწავლების კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სტაჟიორი გაივლის სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში.
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, საგამოცდო და ტესტირების პროცესს, ტრადიციულად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ატარებს.