ტრენინგი- „ემოციური ინტელექტის განვითარება“
„ემოციური ინტელექტის განვითარება“- იუსტიციის სასწავლო ცენტრის აღნიშნული კურსით სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის ადამიანები დაინტერესდნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დაინტერესებულ პირებს კურსის გავლა მაისში შესთავაზა. ტრენინგი ჩატარდა 4-6 ივნისს და მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაცათ.
ტრენინგის მიზანი იყო ემოციური ინტელექტის თეორიების, ემოციის მექანიზმისა და მისი მართვის ტექნიკების გაცნობა.
ტრენინგს უძღვებოდნენ სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგი-ტრენერები მაია ხოსიტაშვილი და ნინო ელბაქიძე. ტრენინგი ეფუძნებოდა ბოლო ათწლეულის კვლევებზე დაფუძნებულ სამეცნიერო მიგნებებსა და თანამედროვე თეორიებს.