სიახლეები

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდა.  ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი86 პირმა გამოთქვა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. დღეს ნოტარიუსობის მსურველებმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი ჩააბარეს.  მეორე ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს მოუწევთ პროფესიული ტესტირების გავლაც.  საბოლოოდ კი მათ ნოტარიუსის საქმიანობისთვის საჭირო სერტიფიკატი გადაეცემათ.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა მიმდინარე წლის 3 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №98 ბრძანებით დაინიშნა.