12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა
თარიღი დღეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის განხორციელდა სხვადასხვა ჯგუფური და ინდივიდუალური, შემეცნებით-გასართობი აქტივობები. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეზე და მის მნიშვნელობაზე მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2014-2015 წლებში, ლაშა შაყულაშვილი, ესაუბრა.
მოეწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება და დისკუსია, ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროგრამებზეც, რომლებსაც სახელმწიფო ახალგაზრდებს უკეთესი განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის სთავაზობს.
ღონისძიება „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მხარდაჭერას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას.