ჩაერთე პროექტში ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოფლებში“
თუ გაქვთ სოციალური უნარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ იუსტიციის სასწვალო ცენტრის რეგიონულ პროექტში მოწვეული ტრენერის სტატუსით.
თემები:
1.კომუნიკაცია
2.კონფლიქტის მართვა
3.დროის მართვა
4.პროექტის მართვა
5.პროექტის წერა
რას მიიღებთ პროექტში ჩართვით:
✔ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (33 სოფელი) ტრენინგის ჩატარების გამოცდილება
✔ სოფლის მოსახლეობის პიროვნული და სოციალური უნარების განვითარების პროცესში მონაწილეობა
✔ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის გამოცდილება და პერსპექტივა
✔ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგ-მოდულების გაზიარება
✔ ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრში
✔ დღიური ანაზღაურება 90 ლარი (დარიცხული).
ტრენინგები ჩატარდება სამუშაო და უქმე დღეებში. თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა არის 3 საათი (2 სესია). შერჩეული ტრენერები გადამზადდებიან და იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამებით/მოდულებით განახორცილებენ სწავლებას.
დაგვიკავშირდით:
პროექტში ჩართვისთვის ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე გამოაგზავნოთ:
საკონტაქტო პირი: მაია ხოსიტაშვილი
თელ: 577 50 28 09
E-mail: mkhositashvili@tcj.gov.ge