სიახლეები

გურამ ლომიძე

დაიბადა 1992 წელს, ქალაქ თბილისში. მიღებული აქვს განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წელს მას მიენიჭა ფილოსოფიისა და თავისუფალი მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხი.  2012 წლიდან 2014 წლამდე მუშაობდა ეკონომიკურ გაზეთ „ბანკები და ფინანსებში“,  ჟურნალისტის პოზიციაზე. 2015 წელს მოიპოვა სტრასბურგის აკადემიის მიერ აღიარებული ფრანგული ენის ცოდნის სერთიფიკატი. 2014 წელს ატარებდა საგანმანათლებლო სამუშაოებს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქართული კულტურისა და საზოგადოების შესახებ. სისტემატიურად ღებულობდა მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.  

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

 

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარომოხელე“ - პირველი გრძნობა იყო სიხარული, შემდეგ კი პასუხისმგებლობის გრძნობა, და იმ გამოწვევების გადალახვის, სურვილი, რომელიც წინ მელოდა.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე - მიყვარს ცხელ წერტილებში ყოფნა და რთული სიტუაციები, ეს ყოველთვის მაძლევს შესაძლებლობას შევამოწმო ჩემი პიროვნული პროგრესი.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის - რომ ბარიერები არასდროს არ მაშინებს, უფრო მეტიც, ეს ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა,  ყოველი ახალი გამოწვევა  და მისი დაძლევა დახარჯულ ენერგიას სრულად მინაზღაურებს.

ჩემი ცხოვრების დევიზია: შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს მაგრამ ვიბრძოლებ იმისთვის, რათა თქვენ მისი გამთქმის უფლება გქონდეთ. (ვოლტერი)

 ის რაც შთამაგონებს  არის - ხალხთან ურთიერთობა, თითოეულ ადამიანს მივიჩნევ ღრმა ფილოსოფიურ ნაშრომად, რომელსაც „წაკითხვა“  და დაფასება უნდა. ხშირად შთავუგონებივარ ერთი შეხედვით უბრალო საუბრებს.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის - მწვანე საქართველო,  სიმწვანეში მხოლოდ  ბუნებას არ ვგულისხმობ, ეს არის ბალანსის, სიჯანსაღის და მშვიდი გარემოს ფერი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სწორედ ასეთია საქართველოს გარდაუვალი მომავალი.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები - საჯარო მოხელე, ჩემთვის მთავარი მიზანია, ვიმსახურო იმისათვის, რაც ყველაზე ღირებულია, იმის წარმოდგენაც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ჩემი საქმით შემეძლება თუნდაც ერთ ადამიანს დავეხმარო იმაში, რომ მოახდინოს მისი შესაძლებლობების რეალიზება.