სიახლეები

გიორგი დუდუჩავა

დაიბადა 1992 წელს, თბილისში. 2009 წელს  დაამთავრა თბილისის პირველი საჯარო სკოლა (წარჩინებით სწავლისთვის მიიღო ვერცხლის მედალი). 2009-2013 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2013 წელს სწავლა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (Eurasian and Caucasus studies).

სკოლაში სწავლის პერიოდში იყო არაერთი სატელევიზიო ინტელექტუალური გადაცემის მონაწილე თუ გამარჯვებული („ყველაზე ჭკვიანი“; „ეტალონი“; „ევროკლასი“; „რვანი“).  ასევე არის არაერთი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული.

2009 წლიდან მოყოლებული იყო არაერთი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე თუ გამარჯვებული. 2012 წელს გაიარა სტაჟირება რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში.

სამეცნიერო ინტერესები:  მედიის როლი საზოგადოებაში, განვითარების თეორიები, საჯარო პოლიტიკა, სოციალური მოძრაობები.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“... ძალიან გამიხარდა, ამ პროექტში მონაწილება ჩემთვის დიდი სტიმულია და მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ის ცოდნა და შესაძლებლობები, რასაც პროექტი „50 საჯარო მოხელე” იძლევა.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ... ყოველთვის ვსვამ კითხვებს, არასდროს ვიღებ ფაქტებს მოცემულობად თუკი ბოლომდე გარკვეული არა ვარ მათ არსში.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ...მჯერა, რომ ადამიანებს აქვთ უნარი იყვნენ უკეთესები.

ჩემი ცხოვრების დევიზია: დევიზებით ცხოვრება არ მიყვარს, თუმცა ძალიან მომწონს რენე დეკარტის ფრაზა: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

ის რაც შთამაგონებს  არის... სირთულეების დაძლევის სურვილი, როცა რაიმე პრობლემას ვხედავ ან რაიმე ისეთს, რაც არ მომწონს ყოველთვის მინდა გამოვასწორო არსებული მდგომარეობა.

ჩემი მომავლის კონცეფცია არის... მინდა ვიყო წარმატებული და ბედნიერი, მთავარია სურვილი და შრომა.

ძნელია თქმა იმისა თუ რა იქნება მომავალში, ძალიან მინდა ვიყო საჭირო და სასარგებლო ადამიანი საზოგადოებისა და ჩემი ოჯახისათვის და ასეც იქნება.