სიახლეები

იაკობ ჯავაშვილი

  დაიბადა ქალაქ თბილისში 1992 წელს. განათლება მიღებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლაში. 2015 წელს მას მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინფორმატიკაში. ამავე წელს იაკობი ჩაირიცხა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე.

იაკობ ჯავაშვილმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა სახელმწიფო დასაქმების პროექტში Summer Job - ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმუშავა ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტად. 2013-2014 აკადემიური წლის პერიოდში იყო საერთაშორისო სკოლა Queen Victoria British International School-ის ინფორმატიკის პედაგოგი. 2014 წელს გაიარა სამთვიანი სტაჟირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში. 2013 წლიდან იაკობი, როგორც IT მკვლევარი ჩაერთო ევროკავშირის პროექტში TEMPUS-JPHES-543802 “Establishment of Multidisciplinary Innovative Centres for the Development of Virtual Laboratories (MICVL) in Biology and Medicine”.

ფლობს ინგლისურ ენას.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“, გამიხარდა და სიამაყით ავივსე, რომ მოვხვდი რჩეულ ორმოცდაათ ახალგაზრდას შორის.

სხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე ვარ მიზანსწრაფული და კარგად მაქვს გააზრებული, რომ მაღალი მიზნები სირთულეების გადალახვით მიიღწევა, რისთვისაც ყოველთვის მზად ვარ.

ერთი რამ რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ დიდი მონდომებით და სიყვარულით.

ჩემი ცხოვრების დევიზია:დღეს გააკეთე ყველაფერი შესაძლებელი, რომ ხვალ შეძლო შეუძლებელი.

ის რაც შთამაგონებს  არის არა რომელიმე ერთი კონკრეტული მოვლენა, საგანი ან ადამიანი, არამედ ჩემი ცხოვრების მანძილზე შთავუგონებივარ ხან ჩემი ოჯახის წევრებს, ხან მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ბუნებაში სეირნობას, მოგზაურობისას ნანახ ლამაზ ადგილებს, საინტერესო ლიტერატურას, კარგ ფილმს...

ჩემი მომავლის კონცეფცია არის შემდეგი: ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის მთავარი მიზანია იყოს ბედნიერი. მას ძებნა არ სჭირდება. ყველაფერი რაც ბედნიერებისთვის გვჭირდება, უკვე გვაქვს. უბრალოდ, უნდა შევძლოთ გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც ჩვენი ბედნიერების გამოვლინებას უშლის ხელს. 

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ჩემი ქვეყნისწარმატებული მოქალაქე.