სიახლეები

ანანო კიკალეიშვილი

 დაიბადა 1993 წლის 25 იანვარს, ზოგადი განათლება მიიღო ქალაქ რუსთავის #24-ე საჯარო სკოლაში. 2015 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი. ამავე წელს სწავლა განაგრძო სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

2015 წლის ოქტომბრიდან არის პროექტში „50 საჯარო მოხელე“ . მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ პროექტში, მათ შორის,ბოლო-„ სტუდენტები თვითმართველობისთვის“. 2014 წელს იყო ისრაელის დელეგაციის მოხალისე/ატაშე ევროპის მძლეოსნობის გუნდურ ჩემპიონატში, მესამე ლიგა. გატაცებული იყო სკაუტინგით და წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სკაუტური  მოძრაობის ორგანიზაციის აქტივობებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

როცა გავიგე, რომ მოვხვდი პროექტში ,,50 საჯარო მოხელე“რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. დასაწყისშივე ვაანალიზებდი პროექტის მნიშვნელობას ჩემი პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის, შესაბამისად, მაქსიმალურად მოტივირებული ვიყავი. ახლა უკვე ორმაგად მიხარია, რადგან ყოველდღიურად სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საკითხზე ვმუშაობ 49 ძალიან ჭკვიან, მიზანდასახულ თანაგუნდელთან და საუკეთესო ტრენერებთან ერთად.

ხვებისაგან გამორჩეული ვარ იმით, რომ მე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ვსაუბრობ. შესაბამისად, ჩემი ყოველი სიტყვა და ქმედება მაქსიმალურად გააზრებული და გაანალიზებულია.

ერთი რამ, რაც მინდა, რომ იცოდნენ ჩემს შესახებ არის ის, რომ აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ადამიანთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ყველა ადამიანი თავისთავად პატივსაცემი და ღირებულია.

დევიზი: „ჩვენი ძირითადი მიზანი ცხოვრებაში არის სხვების დახმარება. და თუ ეს არ შეგიძლია, სულ ცოტა არ უნდა ავნო მათ“. Our prime purpose in this life is to help others. And if you can't help them, at least don't hurt them.
(დალაი ლამა)

ის, რაც შთამაგონებს,  არის  სიყვარული და მადლიერება.

ვფიქრობ, ყველა ადამიანი ისწრაფვის უკეთესი მომავლისკენ, ჩემი მომავლის კონცეფციაც, განზოგადებულად, მსოფლიო მშვიდობას , ხალხთა შორის მეგობრობას, საყოველთაო კეთილდღეობას ეფუძნება. განსაკუთრებით, ჩვენს ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური კულტურისა და მართლშეგნების მქონე საზოგადოების არსებობას, რომელმაც ზუსტად იცის რა, რატომ, როდის და როგორ სურს.

5 წლის შემდეგ მე ვიქნები ისევ პროფესიულ საქმიანობაზე ორიენტირებული, უფრო მეტად მოტივირებული და პოზიტიური ცვლილებებით დაინტერესებული. ზუსტად შევძლებ დროისა და რესურსების მართვას. განვაგრძობ წინა წლების განმავლობაში დაგროვებული იდეების განხორციელებას და ცოდნის   რეალიზებას, ახლის შეძენის პარალელურად.