სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

2015 წლის 9 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება. მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას 2015 წელისათვის დაგეგმილი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის ეროვნული შეჯიბრის შესახებ, რომელსაც ატარებს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
პრეზენტაციაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია. ისინი შეირჩევიან დროულად გამოგზავნილი სარეგისტრაციო განაცხადების საფუძველზე.

პრეზენტაციაზე დასასწრებად განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 6 თებერვალი, 18:00 სთ.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1hsItF5GIu-9N2cWo9Eqd0QV9dbb_MlM7HM-95Ulh-aQ/viewform
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა!