იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, 5, 7 და 10 აგვისტოს ელექტრონული პლატფორმის (Zoom) მეშვეობით, დაესწროთ უფასო ონლაინ ტრენინგებს შემდეგ თემებზე:
ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები (5 აგვისტო, 15:00-18:00) დარეგისტრირდით
პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ზოგიერთი საკანონმდებლო სიახლე (7 აგვისტო, 15:00-18:00) დარეგისტრირდით
ბავშვის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები - (მასწავლებლებისთვის) (10 აგვისტო, 15:00-18:00) დარეგისტრირდით
ტრენინგები ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 სთ.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ ელექტრონული სერტიფიკატები.
ტრენინგზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 17:00 სთ !!
პასუხები, ტრენინგზე მოხვედრის თაობაზე, დარეგისტრირებულ პირებს გაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე 3 აგვისტოს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი 2024 წლის აგვისტოს თვეში ტრენინგებისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამართლის აქტუალურ საკითხებზე ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ონლაინ ტრენინგებს.