მარიამ კრაწაშვილი
მარიამ კრაწაშვილი
მარიამ კრაწაშვილი არის ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში, 10 წელზე მეტია მუშაობს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში, ამჟამად ხელმძღვანელობს საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. კითხულობს ლექციებს ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგიასა და ორგანიზაციულ ქცევაში, არის HR კონსულტანტი, ტრენერი, მენტორი, ტრენინგ-კურსების და პრაქტიკული სახელმძღვანელოების ავტორი, პროფესიული განათლების პედაგოგი, ინტერპერსონალური კომუნიკაციის მიმართულებით. მარიამის საქმიანობა ძირითადად უკავშირდება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების გაძლიერებას და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
