ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ
საერთაშორისო თანამშრომლობას სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. აღნიშნული მიზნით ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, ევროპულ და აზიურ ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის მაგალითია სხვადასხვა პარტნიორთან (ევროკავშირი, ევროპის საბჭო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) ერთობლივად განხორციელებული პროექტები.
პენიტენციური სწავლების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაწევრიანებულია ევროპული პენიტენციური ტრენინგების აკადემიების ქსელში (European Penitentiary Training Academies Network, EPTA) და აქტიურად მონაწილეობს ყველა აქტივობაში და ღონისძიებაში. 2024 წლის ოქტომბერში ცენტრმა საქართველოში უმასპინძლა EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას. ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის სახელმწიფოების შესაბამის ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებულია არაერთი თანამშრომლობის მემორანდუმი. ცენტრისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ტრენინგების და სწავლებების შემდგომი გაძლიერებისთვის.
ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲘ EPTA-Ს ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔ ᲒᲐᲮᲓᲐ.
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარე გახდა. შედეგად, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას 2024 წელს საქართველომ უმასპინძლა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. გადაწყვეტილება, საქართველოს EPTA-ს 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ, ქ. ტალინში გამართულ EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღეს.
EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება მიეცა, ხელი შეეწყო პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებდა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲛᲐ ᲢᲐᲚᲘᲜᲨᲘ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒ ᲙᲣᲠᲡᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐ
სასწავლო კურსი, რომელიც კრიზისების მართვას ეხებოდა, ტალინში ჩატარდა. ტრენინგი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) კოორდინაციით, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით დაიგეგმა.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა დაწესებულებებში კრიზისის მართვასთან დაკავშირებული მიდგომების გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტალინში ტრენინგ კურსი გამართა.
სასწავლო კურსი, რომელიც კრიზისების მართვას ეხებოდა, ტალინში ჩატარდა. ტრენინგი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) კოორდინაციით, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით დაიგეგმა.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა დაწესებულებებში კრიზისის მართვასთან დაკავშირებული მიდგომების გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა.
ღონისძიების ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრს, როგორც EPTA-ს პრეზიდენტს, სიმბოლური გასაღები გადაეცა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, ევროკავშირის მასშტაბით, შემდგომშიც გაგრძელდება. ქართველი ტრენერები სასწავლო კურსებს EPTA-ს წევრ ქვეყნებში ჩაატარებენ, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც.
ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲛᲐ ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲨᲘ EPTA-Ს ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲑᲭᲝᲡ ᲡᲮᲓᲝᲛᲐᲨᲘ ᲛᲘᲘᲦᲝ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲐ
სხდომაზე განიხილეს EPTA-ს ყოველწლიური კონფერენციის დღის წესრიგი, ასევე შეაფასეს განვლილი საქმიანობა, წარადგინეს ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრას იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე ესწრებოდა. მმართველი საბჭოს შეკრებას საფრანგეთის პენიტენციური სისტემის ადმინისტრირების ეროვნულმა სკოლამ 2024 წლის 27 მაისს უმასპინძლა.
სხდომაზე განიხილეს EPTA-ს ყოველწლიური კონფერენციის დღის წესრიგი, ასევე შეაფასეს განვლილი საქმიანობა, წარადგინეს ანგარიში და იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრას იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ასანიძე ესწრებოდა. მმართველი საბჭოს შეკრებას საფრანგეთის პენიტენციური სისტემის ადმინისტრირების ეროვნულმა სკოლამ უმასპინძლა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა EPTA-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში ესტონეთში, ქალაქ ტალინში კრიზისების მართვის ტრენინგი უკვე გამართა. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია კიდევ სამი სასწავლო კურსის ჩატარება.
EPTA-ს კონფერენცია წელს თბილისში 11-13 სექტემბერს გაიმართება.
EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრია გაერთიანებული. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
EPTA-Ს ᲗᲐᲕᲛᲯᲓᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲛᲝᲠᲘᲒᲘ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐ
ტრენინგის, სახელწოდებით - “პატიმრებს შორის ძალადობის პრევენცია“, მიზანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, პატიმართა სიცოცხლის უფლების განხორციელებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ასევე, პატიმართა შორის ძალადობისთვის პენიტენციური პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ECHR-ით გათვალისწინებული სახელმწიფოს პოზიტიური და უარყოფითი ვალდებულებები; სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის მატერიალურ-სამართლებრივი და პროცედურული ნაწილი; პატიმართა შორის ძალადობისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დადგენა.
ტრენინგი 2024 წლის 21ივნისს ჩატარდა, რომელშიც EPTA-ს წევრი ორგანიზაციების 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA) თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა.
სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები ევროკავშირის მასშტაბით შემდგომშიც გაგრძელდება.
ᲕᲘᲖᲘᲢᲘ ᲜᲘᲓᲔᲠᲚᲐᲜᲓᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲝᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲨᲘ
EPTA-Ს ᲧᲝᲕᲔᲚᲬᲚᲘᲣᲠ ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐ 11-13 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 11-13 სექტემბერს პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპულ გაერთიანება EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლეს.
კონფერენცია სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი EPTA-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იყო. მასში ოცდაათამდე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ორგანიზებას იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) მხარდაჭერით უწევდნენ.
კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სტუმრებმა პატიმრებისთვის შექმნილი მცირე საწარმოები დაათვალიერეს; ასევე, ესტუმრნენ იუსტიციის სახლს და იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზას.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA) თავმჯდომარე 2023 წელს ერთი წლის ვადით გახდა. EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება მიეცა, ხელი შეეწყო პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
EPTA 2010 წელს დაარსდა და მასში ევროპის 36 სასწავლო ცენტრი გაერთიანდა. ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
ᲘᲣᲡᲢᲘᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲪᲔᲜᲢᲠᲛᲐ ᲜᲘᲓᲔᲠᲚᲐᲜᲓᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲨᲘ ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐ
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგი თემაზე "პროფესიული სტრესის მართვა პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის" ჰოლანდიელი კოლეგების მხარდაჭერით ჩატარდა და მას სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს 23 წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სტრეს-მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. პროფესიული სტრესის, მისი ზემოქმედებისა და მართვის სტრატეგიების გაგება და ამ გზით, სტრესის დაძლევის უნარის გამომუშავება.
