ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲞᲔᲜᲘᲢᲔᲜᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

ᲞᲔᲜᲘᲢᲔᲜᲪᲘᲣᲠᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲘᲡ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ევროპის საბჭოს (Council of Europe, CoE) მიერ მხარდაჭერილ პროექტს „პენიტენციური სისტემის რეფორმების მხარდაჭერა საქართველოში“, რომელიც დაიწყო 2024 წელს და 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. აღნიშნული პროექტის მიზანია გაფართოვდეს ცენტრის ტრენინგ-მოდულების ბაზა და შემუშავდეს ტრენინგ-საჭიროებათა ინსტრუმენტი (Training Needs Assessment) დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პენიტენციურ სისტემაში მომუშავე ტრენერთა ტრენინგი.

ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი

ᲔᲕᲠᲝᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

2021 წლის 13-14 მაისს და 2022 წლის 10-11 მაისს გაიმართა ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით. კურსის ფარგლებში შემუშავდა შვიდი სატრენინგო მოდული და შეიქმნა სატესტო-საგამოცდო ბაზა.

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲛᲐᲠᲒᲘᲐᲜᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲗ ᲕᲐᲭᲠᲝᲑᲘᲡ (ᲢᲠᲔᲤᲘᲙᲘᲜᲒᲘᲡ) ᲗᲔᲛᲐᲖᲔ

2021 წლის 28-30 ივლისსა და 2022 წლის 30 ივლისი-1 აგვისტოს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე“. 

 

პროექტი მიზნად ისახავდა, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავება/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებულ სასამართლო პროცესი

ᲝᲯᲐᲮᲨᲘ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲫᲐᲚᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ ᲘᲛᲘᲢᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

2021 წლის 4-5 დეკემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისა და 2021 წლის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ხელმისაწვდომობის მენიუ