ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲔᲑᲘ

ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲯᲕᲠᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲗᲐᲜ

ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲯᲕᲠᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲝᲛᲘᲢᲔᲢᲗᲐᲜ

ცენტრი თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (International Committee of the Red Cross, ICRC), აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ჩართულია პროექტის „ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში“ განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი იმართება ყოველწლიურად და ემსახურება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს შორის.

ქართული ენის ონლაინ კურსი

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲙᲣᲠᲡᲘ

2024 წლის 15 აპრილს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შექმნა ქართული ენის ონლაინ კურსი, რომელიც არის უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. კურსი განთავსებულია ცენტრის დისტანციურ სწავლების პლატფორმაზე - eacademy.tcj.gov.ge და შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის  მხარდაჭერით. კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მისი მთავარი მიზანია ქართულ ენაზე საუბრის უნარის განვითარება, რათა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აგრეთვე ლტოლვილებს  შეეძლოთ  ყოველდღიური საქმიანობისა თუ ურთიერთობების წარმართვა ქართულ ენაზე, სახელმწიფო სერვისების მიღება და პროფესიული განვითარება.

 

კურსი მოიცავს 20 გაკვეთილს, რომელთაგან სამი ეთმობა ქართული ენის ანბანის სწავლებას, ხოლო დანარჩენ ჩვიდმეტ გაკვეთილში მოცემულია ქართული ენის საბაზისო დონეზე შესასწავლი ლექსიკა და გრამატიკა. გაკვეთილების შინაარსი  წარმოდგენილია ოთხ ენაზე, კერძოდ: ინგლისური, სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული. ყოველი გაკვეთილის ბოლოს მომხმარებელი მიღებული ცოდნის შემოწმებისთვის   ასრულებს თვითშეფასების ტესტს, რომლის წარმატებით შესრულებაც შემდგომ გაკვეთილზე გადასვლის წინაპირობას წარმოადგენს. კურსის სრულად გავლის შემდეგ მომხმარებელი იღებს სერტიფიკატს.

ხელმისაწვდომობის მენიუ