ზოგადი ინფორმაცია

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემადგენლობაში, თბილისის სასწავლო ცენტრთან ერთად, შედის ტერიტორიული ერთეული — ყვარლის სასწავლო ცენტრი. მისი ლოკაცია, ფუნქციური დანიშნულება და სპეციფიკური მახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა, აქ ჩატარდეს სხვადასხვა მიმართულების, მათ შორის, სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი ტრენინგები.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის თბილისის და ყვარლის სასწავლო ცენტრების ერთობლიობა ქმნის მრავალფუნქციურ, თანამედროვე და პროფესიული განვითარების მაღალ სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო ეკოსისტემას, რომელიც მსმენელებს აძლევს შესაძლებლობას, სრულყოფილად დაეუფლონ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს.

 

ხელმისაწვდომობის მენიუ