მარინე შანშიაშვილი
მარინე შანშიაშვილი
მარინე შანშიაშვილი - ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, რომელსაც 28 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში. 1997 წლიდან მუშაობს დედოფლისწყაროს №2 საჯარო სკოლაში, სადაც წარმატებით უძღვება ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროცესს, ახორციელებს ინოვაციურ მეთოდებსა და მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს.
მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს მასწავლებელთა მხარდაჭერასა და ტრენინგებს. 2024-2025 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის ტრენერის პოზიციაზე; ასევე არის საგნობრივი ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (EQE) და ონლაინ ფასილიტატორი British Council-ის OTC პლატფორმაზე.
