უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

საბუთების მიღება მიმდინარეობს 29 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით. საბუთების მიღება ხდება შემდეგ ელ. ფოსტაზე - certification@tcj.gov.ge ინფორმაციას გამოცდის თარიღის შესახებ განმცხადებლები მიიღებენ რეგისტრაციის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 480 ლარი.

განცხადების ფორმა და განცხადებაზე დასართავი დოკუმენტები:
* განცხადების ფორმა  
* პირადობის მოწმობის/პასპორტის/მართვის მოწმობის ასლი
* CV/რეზიუმე
* უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
* საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილების ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი

შენიშვნა: სერტიფიცირებულ პირს, რომელიც სერტიფიკატის მინიჭების მომენტიდან უწყვეტად ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და მის საქმიანობას არ ახლავს გადაცდომები, უფლება აქვს სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე, მინიმუმ 2 თვით ადრე  მიმართოს სერტიფიკაციის ორგანოს რესერტიფიკაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* არანაკლებ 18 წლის ასაკი
* ქმედუნარიანობა
* საქართველოში საცხოვრებელ ადგილას რეგისტრაცია
* ქართული ენის ცოდნა
* შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობები: საინჟინროგეოდეზია და გეოინფორმატიკა; გეოგრაფია; სამთო და გეოინჟინერია) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია ჩამოთვლილთაგან განსხვავებული სახელწოდების, მაგრამ ეკვივალენტი სპეციალობა, განმცხადებელს საშუალება მიეცემა უტყუარი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე დაადასტუროს მისი განათლების შესაბამისობა მოცემულ სპეციალობებთან) ან საკადასტრო სამუშაოების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება ან საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მოსამზადებელი საკვალიფიკაციო სასწავლო კურსის გავლა
კომპეტენტურობის მოთხოვნები:
* უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი
* გეოდეზია-კარტოგრაფიის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში საკადასტრო სამუშაოების შესრულებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი
* გეოინფორმაციული სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა და პრაქტიკულ საქმიანობაში უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი მონაცემების კამერალური დამუშავებისას ამ ცოდნის გამოყენების უნარი
* საკადასტრო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები; მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების და მეთოდების საველე გამოყენება, მონაცემების კამერალური დამუშავება და დადგენილი ფორმით სათანადო დოკუმენტების მომზადება

პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები:
* სერტიფიკაციის სქემა 
* საგამოცდო პროგრამა
ტესტების ნიმუშები 
პრაქტიკული დავალებების ნიმუშები

სასწავლო ცენტრი პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ამზომველების სერტიფიკაციის უფლება მოიპოვა − მიიღო შესაბამისი აკრედიტაცია და დადებითად შეფასდა ხარისხის მართვის (ისო/იეკ 17024:2012/2014) სტანდარტთან შესაბამისობაზე. 
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: certification@tcj.gov.ge

ხელმისაწვდომობის მენიუ