ტრენინგი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი თემაზე - „სამეწარმეო სამართალი“ ჩატარდა.
პროგრამის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სამეწარმეო სამართლის ძირითადი პრინციპების, მენეჯმენტისა და პარტნიორთა უფლებების გაცნობა.
სწავლებისას განიხილეს კორპორაციული სამართლის რეფორმა, საწარმოს სტრუქტურები, მართვის ორგანოები, ხელმძღვანელ პირთა მოვალეობები და კრედიტორთა დაცვის მექანიზმები. კურსი აქტუალურ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პრაქტიკულ მაგალითებს ეყრდნობოდა.
მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სწავლება და შეფასება, სერტიფიკატები გადაეცათ.
პროგრამას ტრენერი გიორგი მახარობლიშვილი უძღვებოდა.
