ტრენინგი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სანივთო უფლებებისა და საჯარო-სამართლებრივი რეგულაციების ძირითადი საკითხები.
ორდღიანი სწავლებისას ყურადღება გამახვილდა საკუთრების უფლების, მფლობელობის, სერვიტუტის, იპოთეკისა და სხვა მიმდინარე თემების სპეციფიკაზე.
სწავლების მიზანს პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სამუშაო პროცესში წამოჭრილი საკითხების ანალიზის უნარების გაძლიერება წარმოადგენდა.
თეორიული მასალის გარდა, მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული დავალებები და გაეცნენ სასამართლო პრაქტიკას.
ტრენინგს მოწვეული ტრენერი სოფიკო ლოქაბიძე უძღვებოდა.
