თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს სერთიფიკატები გადაეცათ
იუსტიციის სასწავლო ცენტრში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებისთვის ტრენინგი - „ვალდებულებითი სამართალი“ ჩატარდა სასწავლო კურსის მონაწილეებმა ვალდებულებითი სამართლის სფეროს კანონმდებლობა და უახლესი სასამართლო პრაქტიკა განიხილეს.
მიღებული ცოდნა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად შეფასებასა და გადაწყვეტაში დაეხმარება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ საკრებულოს თანამშრომლებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე , თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ცოტნე ჩიქვინიძე ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას მოწვეული ტრენერი, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი დიანა ბერეკაშვილი უძღვებოდა.
