უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

უფასო სამართლებრივ ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) თანამშრომლობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ ტრენინგებს თემებზე:

26 ნოემბერი, 11:00 საათი
არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაცია 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  

27 ნოემბერი, 11:00 საათი
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  

30 ნოემბერი, 11:00 საათი
ხელოვნური ინტელექტი და ალგორითმული დისკრიმინაცია
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  

30 ნოემბერი, 15:30 საათი
გამოხატვის თავისუფლება
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

01 დეკემბერი, 11:00 საათი
დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

01 დეკემბერი, 15:30 საათი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამართლებრივი და სოციალური ასპექტები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

02 დეკემბერი, 11:00 საათი
შრომის სამართლის აქტუალური საკითხები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

02 დეკემბერი, 15:30 საათი
გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

 
03 დეკემბერი, 11:00 საათი
მოქალაქეთა ჩართულობა მმართველობით საქმიანობაში, სამართლებრივი საფუძვლები და ინსტიტუციური გარანტიები
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

 
03 დეკემბერი, 15:30 საათი
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი სტანდარტები და გამოწვევები 
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 3,5 საათი. 
ტრენინგებს უძღვებიან იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და თსუ-ს იურიდიული  ფაკულტეტის ერთობლივი სამართლის კლინიკის ტრენერები.
ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგებზე რეგისტრაციისა და დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს 14 წლის ასაკიდან, რომელიც მოხვდება პირველ 30 რეგისტრირებულ პირს შორის. 
მიმდინარე კვირეულის ფარგლებში შესაძლებელია არაუმეტეს სამ ტრენინგზე დასწრება.
რეგისტრაცია დასრულდება 20 ნოემბერს, 15:00 საათზე.
ტრენინგზე დასწრებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღებთ შეტყობინებას, თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე 20 ნოემბერს, 18:00 საათიდან.

ხელმისაწვდომობის მენიუ