საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს მე-19 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს მე-19 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

შვეიცარიის ქალაქ მარლიში ევროპული პენიტენციური ტრენინგ-აკადემიის ქსელის (The European Penitentiary Training Academy Network – EPTA) მე-19 ყოველწლიური კონფერენცია იმართება. ღონისძიებაზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს დირექტორი გვანცა ვარამაშვილი და მოადგილე ნათია ლაპიაშვილი წარმოადგენენ.

 
 
წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა „მომავლის ტრენერები: ციფრული უნარები და ხელოვნური ინტელექტი მომავლის სწავლებაში“.
მონაწილეები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენების პრაქტიკული მიდგომები; ტრენინგების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები; ევროპის მასშტაბით დანერგილი ინოვაციური სასწავლო მეთოდოლოგიები და ციფრული ინსტრუმენტები.
კონფერენციის ფარგლებში EPTA-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა პენიტენციურ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საკუთარი ხედვები და საუკეთესო პრაქტიკა გააზიარეს.
EPTA-ს წევრმა სახელმწიფოებმა ქსელის ერთობლივ განცხადებაზე (EPTA Network Statement) მოაწერეს ხელი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ერთად შეუწყონ ხელი ქსელის მისიის, ღირებულებებისა და სამომავლო ინიციატივების განხორციელებას.
EPTA-ს მე-20, საიუბილეო ყოველწლიური კონფერენცია 2027 წელს ნიდერლანდებში გაიმართება. 

ხელმისაწვდომობის მენიუ