პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 

სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე


სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში თქვენ შეძლებთ სტაჟირება გაიაროთ შემდეგ დეპარტამენტებში:

·         ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

·         სოციალური ტრენინგების დეპარტამენტი

·         საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

·         იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტი

·         ადმინისტრაციული დეპარტამენტი

·        ფინანსური დეპარტამენტი

განაცხადის მიღება 10 სექტემბერს დასრულდება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან

ხელმისაწვდომობის მენიუ