იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში შერჩეულ კანდიდატებთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა, გვანცა ვარამაშვილმა, სტაჟიორებს კონკურსის წარმატებით გავლა მიულოცა და აღნიშნა, რომ სტაჟირება მათთვის ფასეული პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა და პროფესიულ გარემოში პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ცენტრის დირექტორმა სტაჟიორებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალში პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად გამოადგებათ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილეები და იმ დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სადაც სტაჟიორები დასაქმდნენ.

2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირში 293 ვაკანსია გამოცხადდა, რომლებზეც 6 639 განაცხადი შევიდა. კონკურსის შედეგად 169 სტაჟიორი შეირჩა, მათგან 5 იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასაქმდა.

2025 წელს პროგრამით მიღებული 3 სტაჟიორიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2 მათგანი დასაქმდა.

ხელმისაწვდომობის მენიუ