მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკი

მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკი

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს მასპინძლობს ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა.

შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები, მიღებული გამოცდილებით, საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბანაკში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილს და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძეს უმასპინძლა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია სკოლებში STEAM და რობოტიკის განათლების განვითარებისა და მომავალი თაობის გაძლიერებისკენ.

ხელმისაწვდომობის მენიუ