საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ჩართულობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრის მთავარ მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებისთვის ამ კუთხით აქტუალური სამართლებრივი ასპექტების გაცნობა წარმოადგენდა.
ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მერაბ ტურავა, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, იუსტიციის სისტემის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლექციას უძღვებოდნენ:
მარიკო კობახიძე - სამართლის დოქტორი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი;
ნინო ქაშაკაშვილი - იუსტიციის სასწავლო ცენტრის იურიდიული ტრენინგების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც გეგმავენ, რადგან ახალგაზრდა თაობაში სამართლებრივი კულტურისა და ცნობიერების ამაღლება უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.