იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი ჩატარდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ძირითადი საკითხები. ორდღიანი სწავლებისას ყურადღება გამახვილდა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძვლებზე, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებზე, მონაცემთა უსაფრთხოებასა და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე.
სწავლების მიზანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სამუშაო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.
სწავლების დასრულებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგს შიდა ტრენერი ნიკა ცეცხლაძე უძღვებოდა.

ხელმისაწვდომობის მენიუ