იუსტიციის სასწავლო ცენტრში „ISO 9001:2015“ სტანდარტის ტრენინგი ჩატარდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის „ISO 9001:2015“ სტანდარტის ტრენინგი ჩატარდა.
სამდღიანი სასწავლო კურსის მიზანი მონაწილეებისთვის ხარისხის მართვის სისტემის საფუძვლიანი გაცნობა და ორგანიზაციაში სწორი მართვის მექანიზმების დანერგვა იყო.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
• სტანდარტის მოთხოვნების სწორ ინტერპრეტაციასა და გააზრებას;
• დოკუმენტბრუნვის ეფექტურ მართვასა და დოკუმენტაციის იდენტიფიკაციას;
• ცვლილებების პროცესის მართვას;
• SMART მიზნების განსაზღვრასა და მათი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავებას;
• რისკების სწორ იდენტიფიცირებასა და შეფასებას;
• შეუსაბამო შედეგებზე დროულ რეაგირებასა და საფუძვლიანი მიზეზშედეგობრივი ანალიზის ჩატარებას.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი კვლავ განაგრძობს ორგანიზაციების მხარდაჭერას ხარისხის მართვის სისტემების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით.
