იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მრავალფეროვანი იურიდიული ლიტერატურა გადასცა
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცენტრის ფონდიდან საჩუქრად 800-მდე წიგნი გადაეცა.
გადაცემული ლიტერატურა ძირითადად იურიდიული მიმართულების პროფესიულ და დარგობრივ გამოცემებს მოიცავს.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას პარტნიორ უნივერსიტეტთან და მომავალშიც გეგმავს ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას.
