იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებს ტრენინგი ჩაუტარა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელებს ტაქტიკური მომზადებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარა.

ამასთან, მონაწილეებმა გაიარეს შვიდდღიანი კურსი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო ბიუროს თანამშრომლების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და კანონის ეფექტიან აღსრულებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგი, ჯამში, 36-მა მონაწილემ გაიარა. კურსი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აგრძელებს მსგავსი ტრენინგების დაგეგმვას იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის.

ხელმისაწვდომობის მენიუ