იუსტიციის სასწავლო ცენტრი „ილიაობა 2026“-ის ღონისძიებას შეუერთდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი „ილიაობა 2026“-ის ღონისძიებას შეუერთდა

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის 189 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახალხო დღესასწაულ „ილიაობა 2026“-ის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოწყობილ საზეიმო სივრცეებში წარმოდგენილი იყო საგამოფენო და საბავშვო ზონები, პავილიონები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღესასწაულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში წმინდა ილია მართლის პარაკლისიც აღევლინა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სასწავლო ცენტრმა. სპეციალურად გამოყოფილ კუთხეში ცენტრის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ინტელექტუალური თამაშები მოაწყვეს, გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტენდთან იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი.

ხელმისაწვდომობის მენიუ